ვერნერ კარლ ჰაიზენბერგერის შესახებ წერდნენ…
უდიდესი გერმანელი ფიზიკოსის,”კვანტური მექანიკის” ერთ-ერთი შემქმნელისა და ნობელის პრემიის ლაურეატის - ვერნერ კარლ ჰაიზენბერგერის (1901-1976 წლები),შესახებ წერდნენ:
“იგი ძალიან ჩამოჰგავდა ერთ უბრალო გლეხ ყმაწვილს,ღია თმებით,ცოცხალი (მეტყველი) თვალებითა და მომხიბლავი სახის გამომეტყველებით.იგი თავის მოვალეობებს ასისტენტისა,ასრულებდა ბევრად სერიოზულად,ვიდრე სხვა რომელიმე ასისტენტი რითიც უდიდეს სამსახურს მიწევდა.მისი მიუწვდომელი სისწრაფე და გამჭრიახი აზროვნება,ყოველთვის აძლევდა საშუალებას შეესრულებინა კოლოსალური სამუშაო,ყოველგვარი ზედმეტი ძალების დახარჯვის გარეშე”.
“ჯორჯ მეხრა”. (ავტორი გენია.ჯი)
“არავინ განსჯიდა მას,რომ საკუთარი თავი სერიოზულად აღექვა.მითუმეტეს მას შემდეგ,რაც ორი გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგა მეცნიერებაში,რამაც ფიზიკას სახეც კი შეუცვალა და მაშინ,როდესაც სრულიად ახალგაზრდამ პროფესორის სტატუსი მიიღო.აღნიშნულმა ფაქტმა ბევრი ასაკოვანი მეცნიერისა და გავლენიანი ადამიანის პატივისცემა და ყურადღება დაიმსახურა მის მიმართ და შეეძლო საკუთარი თავი ბევრად უფრო მნიშვნელოვან ადამიანად ჩაეთვალა.თუმცა იგი დარჩა,ისეთივე,როგორიც ადრე იყო: არაოფიციალური,მხიარული ურთიერთობებში და ბავშვივით გულუბრყვილო”.
“ნევილ ფრანსის მოტი”.
“არ არსებობს ისეთი ფიზიკოს-თეორიტიკოსი,რომელმაც ისეთი დიდი წვლილი შეიტანა ჩვენს მეცნიერებაში,როგორც ვერნერ კარლ ჰაიზენბერგერმა.ამასთანავე იგი გახლდათ კეთილგანწყობილი ყველას მიმართ,თავისუფალი გახლდათ ყოველგვარი ქედმაღლობლისაგან და ჰქმნიდა შესანიშნავ გარემოს კომპანიაში”.
“იუჯინ ვიგნერი”. (ავტორი გენია.ჯი)