ლუი პასტერი
ლუი პასტერი - დაიბადა 1822 წლის 27 დეკემბერს საფრანგეთის ქალაქ დოლში (იურას დეპარტამენტში).იგი გახლდათ ერთ-ერთი უდიდესი ფრანგი მიკრობიოლოგი და ქიმიკოსი,რომლის სახელთანაც დაკავშირებულია “მიკრობიოლოგიის”,როგორც დამოუკიდებელი მეცნიერების ჩამოყალიბება და “იმუნოლოგიის” მეცნიერების ფუძემდებლობა.მამამისი ჟან პასტერი ომის ვეტერანი გახლდათ ნაპოლეონის არმიისა.სწავლობდა არბუას კოლეჯში,სადაც იგი ყველაზე მცირეწლოვანი მოსწავლე გახლდათ,სხვა მოსწავლეების ასაკთან შედარებით. (ავტორი გენია.ჯი) ამავე პერიოდში ინტერესდება სხვადასხვა მეცნიერებებზე შექმნილი წიგნების კითხვით და მალევე აღწევს წარმატებას სკოლაში,სადაც იგი მასწავლებლის დამხმარედ გვევლინება.დღემდე შემორჩენილია,ამ დიდი გენიოსის იმ პერიოდის წერილები,რომელსაც საკუთარ დას უგზავნიდა.აღნიშნულ წერილებში ლუი პასტერი წერს,რომ მან საკმაოდ დიდ წარმატებებს მიაღწია თავისი შრომის მოყვარეობით, სწავლის კუთხით.მიუხედავად იმისა,რომ იგი სწავლას აგრძელებდა,ბეზანსონში მუშაობას იწყებს მასწავლებლად.აქვე პედაგოგებმა შეამჩნიეს მას,რა გენიალური აზროვნება და სწრაფვა სწავლისაკენ,მისცეს რჩევა სწავლა განეგრძო იმ პერიოდის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ “პარიზის უმაღლეს ნორმალურ სკოლაში” (ფრანგული სახელმწიფო უმაღლესი განათლების დაწესებულება).მართლაც 1843 წელს იგი აბარებს ამ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში,რომელიც 1847 წელს დაამთავრა.გარდა იმისა,რომ იგი შესანიშნავი მეცნიერი გახლდათ,ამავე დროს ძალიან კარგი მხატვარიც იყო (განსაკუთრებით – “პორტრეტულ” ჟანრში) და არა ერთი ტილო აქვს შექმნილი ამ ჟანრისა.თუმცა მისი მოწოდება და ინტერესი მაინც ქიმიისაკენ სწრაფვა იყო და ხატვასაც თავს ანებებს. (ავტორი გენია.ჯი) პირველი სამეცნიერო ნაშრომი 1848 წელს გამოაქვეყნა.1879 წელს ქათმის ქოლერის გამოკვლევების დროს,მან აღმოაჩინა,რომ დასუსტებული მიკრობების შეყვანის შედეგად ქათმები აღარ იღუპებოდნენ და ავადმყოფობის მიმართ შეუვალნი ხდებოდნენ.ამ აღმჩენამ ლუი პასტერი პროფილაქტიკური აცრების მეთოდის შემუშავებამდე მიიყვანა და აცრები სულ მალე,ეფექტური საშუალება ხდება მრავალ გადამდებ სნეულებებთან ბრძოლაში,ისეთ დაავადებებთანაც,კი როგორებიც გახლდათ: ციმბირის წყლული,ცოფი,წითურა და სხვა.1881 წელს მას ირჩევენ პარიზის მეცნიერებათა აკადემიის წევრად,ასევე დაჯილდოებულ იქნა “ნობელის პრემიით” ქიმიის დარგში და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მეცნიერ-ქიმიკოსი ხდება იმ პერიოდისათვის.მისი ცხოვრების მანძილზე დაჯილდოებულ იქნა 200-მდე სხვადასხვა მედლით,მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.1895 წლის 28 სექტემბერს ლუი პასტერი გარდაიცვალა პარიზთან ახლოს მდებარე – ვილნოვ-ლ’ეტანში.მისი სახელი კი მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქების 2000-მდე ქუჩას ეწოდა.ამასთანავე სხვადასხვა ქვეყნებში დაარსებულ იქნა ლუი პასტერის სახელობის ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ინსტიტუტები. (ავტორი გენია.ჯი)