იცით თუ არა, რომ?!
1. ერთ-ერთი უდიდესი იტალიელი ვირტუოზი მევიოლინის – ფრანჩესკო ვერაჩინის (1690-1768 წლები), თავისი ორი ვიოლინოსათვის შემდეგი სახელები ჰქონდა დარქმეული: “წმინდა პეტრე” და “წმინდა პავლე”. აღსანიშნავია, რომ ორივე ვიოლინო მან გემის კატასტროფის დროს დაჰკარგა.
* * *
2. მსოფლიო წიგნის ბეჭდვის ისტორიაში ყველაზე დიდი “ბიოგრაფია” მიძღვნილი იქნა ბრიტანეთის ლეგენდარული პრემიერ-მინისტრის უინსტონ ჩერჩილისადმი. იგი მოიცავს 22 ტომს და დაწერილ იქნა მისი ვაჟის რენდოლფ ჩერჩილისა და მარტინ ჰილბერტის მიერ.
* * *
3. აფრიკის კონტინენტის უდიდესი ქალაქი ეგვიპტის დედაქალაქი – კაიროა, რომლის მოსახლეობაც 7,5 მილიონი ადამიანია. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
4. აზიური სახელმწიფოს ტაილანდის ჰიმნი დაწერილ იქნა რუსი კომპოზიტორის პეტრე შუროვსკის მიერ 1888 წელს.
* * *
5. პირველი ფერადი გამოსახულების მქონე ფოტოს ავტორად მიჩნეულია გამოჩენილი ინგლისელი ფიზიკოსი – ჯეიმს მაქსველი, რომელმაც იგი პირველად ჯერ კიდევ 1861 წელს გადაიღო.
* * *
6. თამბაქოს კვამლი შედგება 3000-მდე ქიმიური შემადგენლობისაგან, რომელთაგან ნაწილი შეიცავს – “კანცეროგენს”, რომელიც თავის მხრივ, საშინელი დაავადების – კიბოს გამომწვევი ერთ-ერთი ელემენტია.
* * *
7. ყველასათვის ცნობილი სახელწოდება “ჯინსი”, მომდინარეობს იტალიის ქალაქ ჯენოას პორტის სახელწოდებისაგან. იტალიური დიალექტით ჯენოა გამოითქმის, როგორც “ჯენოვა”, სადაც პორტის მეშვეობით შემოედინებოდა ნედლეული, რომლითაც აღნიშნული სამოსი იკერებოდა. – (ავტორი გენია.ჯი)
* * *
8. მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სპორტული ტანისამოსის მწარმოებელი კომპანიის – „Nike”-ს ლოგოტიპის შემქმნელმა პორტლენდის უნივერსიტეტის სტუდენტმა – კეროლინ დევიდსონმა, აღნიშნული ლოგოტიპის დამზადებისათვის 35 დოლარი მიიღო ჰონორარის სახით კომპანიისაგან.
* * *
9. ყველაზე დიდი სადაზღვევო პოლისის მფლობელი მსოფლიოში გახლავთ გენიალური ამერიკელი კინორეჟისორი – სტივენ სპილბერგი, რომელმაც თავისი სიცოცხლე 1,2 მილიარდ დოლარად დააზღვია.
* * *
10. ფინეთის სკოლებში დაუშვებელია მასწავლებლის მიერ მოსწავლის დაფასთან გამოძახება და გაკვეთილის ჩაბარება, თუ ამის სურვილი თავად მოსწავლეს არ აქვს. მიზეზი ამისა გახლათ ის, რომ ამ ქვეყანაში მიუღებელია მასწავლებელმა კლასის წინაშე წარმოაჩინოს გაკვეთილის არმცოდნე მოსწავლე. (ავტორი გენია.ჯი)