მარია მონტესორი – “საუკეთესო პედაგოგი”
მარია მონტესორი დაიბადა 1870 წლის 31 აგვისტოს კიარავალეში (ანკონას პროვინციაში,კომუნა იტალიის ცენტრალურ ნაწილში).იგი გახლდათ შესანიშნავი პედაგოგი,ექიმი,ფილოსოფოსი და ჰუმანისტი,რომელიც 1988 წელს საერთაშორისო ორგანიზაციის “იუნესკოს” მიერ დასახელებულ იქნა იმ ოთხ ყველაზე დიდ პედაგოგს შორის,რომელთაც უდიდესი წვლილი შეიტანეს,თავიანთი პედაგოგიური მოღვაწეობით XX საუკუნის განათლების სისტემაში (ოთხ უდიდეს პედაგოგს შორის დასახელებულ იქნენ: ამერიკელი პედაგოგი – ჯონ დიუი,გერმანელი პედაგოგი – გეორგ კერშენშტაინერი და რუსი პედაგოგი – ანტონ მაკარენკო).აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ მარია მონტესორი გახლდათ პირველი იტალიელი ქალბატონი,რომელმაც იტალიის ისტორიაში დაასრულა სამედიცინო კურსი და მიენიჭა მეცნიერებათა დოქტორის საპატიო ხარისხი. (ავტორი გენია.ჯი) მარიამ განსაკუთრებით დიდი ყურადღება მას შემდეგ მიიპყრო რაც შეიმუშავა “პედაგოგიური სისტემა”.პირველი “მონტესორის სკოლა” დაფუძნებულ იქნა 1907 წლის 6 იანვარს რომში.აღნიშნულ სკოლაში შეტანილ იქნა მარია მონსტესორის მიერ შემუშავებული სწავლის მეთოდები და მიუხედავად იმისა,რომ მან საკმაოდ დიდი კრიტიკა დაიმსახურა სხვადასხვა სამეცნიერო წრეებისაგა,მაინც ერთ-ერთ საუკეთესო სკოლად იქცა იტალიაში და მოგვიანებით უდიდესი პოპულარობა მოიპოვა ევროპულ ქვეყნებშიც.მარიამ მუშაობა დაიწყო “გონებრივად ჩამორჩენილი” ბავშვებთან,ხოლო მოგვიანებით სპეციალიზირება მიიღო პედაგოგიკის კურსისა,რაც მას საშუალებას აძლევდა ემუშავა ნებისმიერ სკოლაში.აღნიშნული მოვლენების შემდგომ შეიმუშავა “პედაგოგიკის მეთოდები”,რომელსაც ყურადღება მიაქციეს,ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებმა 1913 წელს და მოგვიანებით ამავე მეთოდით დაინტერესდნენ ევროპაშიც.მისი მოღვაწეობის პერიოდში მას ცხოვრება მოუწია კატალონიასა (ესპანეთი) და ნიდერლანდებში.1936 წელს ნიდერლანდებში ყოფნის პერიოდში მიწვეულ იქნა “თეოსოფიურ საზოგადოებაში”.ნიდერლანდებიდან გაემგზავრა ინდოეთში,სადაც ლექციებს კითხულობდა მადრასის,ყარაჩისა და სხვა ქალაქების უმაღლეს სასწავლებლებში. (ავტორი გენია.ჯი) მოგვიანებით ინდოეთში გახსნა სკოლა “კოდაიკანალე”,რომელიც ქვეყნის ერთ-ერთ საუკეთესო საგანმანათლებლო სკოლადაც ჩამოყალიბდა.ინდოეთიდან დაბრუნების შემდგომ ცხოვრება ნიდერლანდებში განაგრძო,სადაც გარდაიცვალა კიდეც 1952 წლის 6 მაისს.აღსანიშნავია,რომ მისი სიცოცხლის პერიოდში,ნიდერლანდებში დაფუძნებულ იქნა “მონტესორის საერთაშორისო ორგანიზაცია (AMI),რომელიც დღემდე მოქმედებს.აღნიშნულ ორგანიზაციას კი დედის გარდაცვალების შემდგომ ხელმძღვანელობდა მისი ვაჟი მარიო მონტესორი.მარია მონტესორი კი საერთაშორისო ორგანიზაცია “იუნესკოს” მიერ დასახელებულ იქნა მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო პედაგოგად XX საუკუნის ხანაში. (ავტორი გენია.ჯი)