პაოლო უჩელო
პაოლო უჩელო - დაიბადა 1397 წელს იტალიის ულამაზეს ქალაქ ფლორენციაში. იგი გახლდათ ერთ-ერთი უდიდესი იტალიელი მხატვარი, ადრეული აღორძინების ეპოქისა და ერთ-ერთი შემქმნელი „პერსპექტივას” სამეცნიერო თეორიისა.იგი გახლდათ დიდი იტალიელი მხატვრის – მაზაჩოს მოსწავლე, რომლის შემოქმედებამაც მასზე შემდგომში უდიდესი გავლენა იქონია .ცხოვრობდა ფლორენციაში, სადაც სწავლობდა ერთ-ერთ საუკეთესო იტალიელ სკულპტორთან და იუველირთან ლორენცო ჰიბერტისთან 1407-1414 წლებში. (ავტორი გენია.ჯი) მალევე, 1424 წელს ჩაირიცხა წმინდა ლუკას საძმოში. ჩვენამდე მოღწეული პირველი ნამუშევარი პაოლო უჩელოს შემოქმედებიდან,გახლდათ ფლორენციული ტაძრის ფრესკა,სადაც გამოსახულია იმგლისელი კონდოტერი – ჯონ ჰოკვუდი და აღნიშნული ფრესკა თარიღდება 1436 წლით.მანამდე კი მონაწილეობა მიიღო 1425-1430 წლებში ვენეციაში სან-მარკოს ტაძრის მოზაიკით მოხატვაში.მე-XV საუკუნის 30-იან,40-იან წლებში მუშაობდა სხვადასხვა ტაძრების მოხატვაზე,მათ შორის “სანტა მარია ნოველას” ტაძრის მოხატვაზე,სადაც შეასრულა ფრესკა “ახალი აღთქმიდან”. (ავტორი გენია.ჯი) მისი გენიალური ნიჭი,შეუმჩნეველი არ დარჩენილა და 1456 წელს მიწვეულ იქნა ფლორენციელი ბანკირისა და ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი იმ დროინდელი ევროპისა – კოზიმო მედიჩის (1389-1464 წლები) მიერ,მიკელოცო დი ბართოლომეოს არქიტექტურით აგებული სასახლის მოსახატად.პაოლომ აღნიშნულ სასახლეში სამი სურათი შეასრულა და მატ შორის ყველასათვის ცნობილი ტილო: “ბრძოლა სან-რომანოსთან”,სადაც ასახა სიუჟეტი 1432 წლის ბრძოლისა ფლორენციელების გამარჯვების სიენელთა ლაშქრის წინააღმდეგ.სიცოცხლის უკანასკნელ წლებში მხატვარი ჯანმრთელობის პრობლემების გამო ცოტას მუშაობდა.მის მიერ შესრულებული ნამუშევრები კი ნამდვილი შედევრი გახლდათ დეკორატიული ხელოვნებისა.პაოლო უჩელო გარდაიცვალა 1475 წლის 10 დეკემბერს ფლორენციაში,უკიდურეს სიღარიბეში.მის მიერ შესრულებულ ნამუშევრებს კი დღესაც აღტაცებასი მოჰყავს მნახველი. (ავტორი გენია.ჯი)
პაოლო უჩელოს შემოქმედება