“კანემის იმპერია”
“კანემის იმპერია” - გახლდათ კოლონიამდელი აფრიკული სახელმწიფო (იმპერია),რომელსაც ეკავა ტერიტორიები თანამედროვე ჩადის,ლიბიის სამხრეთის და აღმოსავლეთ ნიგერისა.კანემის ისტორიის შესახებ ცნობები შემოგვინახა აფრიკის კონტინენტის დიდმა გერმანელმა მკვლევარმა და მოგზაურმა – ჰენრიხ ბარტმა (1821-1865 წლები),რომელმაც 1851 წელს აღმოაჩინა XIII საუკუნის “სამეფო ქრონიკები”.აღნიშნული იმპერიის ჩამოყალიბება სათავეს იღებს 700 წელს,ზაგავას მომთაბარე ტომების მიერ (აღნიშნული ტომები თანამედროვე “ტუბუს” მონათესავე ხალხი იყო),რომლებმაც ემიგრირება დაიწყეს ჩადის ტბის სამხრეთ-აღმოსავლეთ ტერიტორიებზე. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნულ ტერიტორიებზე იმ დროს ცხოვრობდა ადგილობრივი “საო”-ს ტომები,რომლებსაც ტავის მხრივ ურთულესი დეცენტრალიზირებული სისტემა ჰქონდათ ჩამოყალიბებული ქალაქ-სახელმქიფოებისა.კანემის იმპერია ტერიტორიულად ერთ-ერთ უმთავრეს სავაჭრო გზებზე იყო განფენილი.როგორც დოკუმენტების შედეგად ცნობილი ხდება,700 წელს კანემის პირველმა მეფემ – სეიფმა,დააარსა ქალაქი ნჯიმი,რომელიც მალევე იმპერიის დედაქალაქად იქცა.განსაკუთრებულ ბრწყინვალებას და დიდებას აღბნიშნულმა ქალაქმა იმპერატორ დუგუს მმართველობისას მიაღწია.თავად დუგუ კი უძემდებელი გახდა “დუგუვას დინასტიისა” ამავე იმპერიის საიმპერატორო ტახტზე.იმპერატორს ისინი მოიხსენიებდნენ,როგორც “მაი” (სარგებლობდა განუსაზღვრელი ძალაუფლებით),ხოლო არისტოკრატიას კი მოიხსენიებდნენ,როგორც “მაგუმი”.აღსანიშნავია,რომ აღნიშნული ტიტულები ათასი წლის მანძილზე კვლავ შემორჩენილი იყო აფრიკულ ქვეყნებში,მიუხედავად კანემის დაცემისა.კანემის იმპერიამ კი განვითარების უმაღლეს ეტაპს “მაი” დუნამა დაბალემის (1221-1259 წლებში) მიაღწია.თავად დუნამა კი საიფავების დინასტიის წარმომადგენელი გახლდათ.მან მრავალ აფრიკულ სახელმწიფოებთან დიპლომატიური ურთიერთობაბი ჩამოაყალიბა და კიდევ უფრო განავრცო ტერიტორიები კანემისა.მან ფაქტიურად იმ პერიოდის აფრიკის კონტინენტისათვის,იდეალური მოდელი შექმნა სახელმწიფო მართვისა. (ავტორი გენია.ჯი) თუმცა როგორც დასაწყისი,დასასრულიც ყოველივეს აქვს და მისი გარდაცვალების შემდგომ ქვეყანაში სიტუაცია აირია.კანემის იმპერიის “მაი”-ს დუმალ II-ის გარდაცვალების შემდგომ,ქვეყანა შინაარეულობამ მოიცვა,რადგან ტახტისათვის ბრძოლას რამდენიმე პრეტენდენტი აცხადებდა.აღნიშნულმა მოვლენებმა კი კანემის იმპერიის დაშლა-დაქუცმაცება და საბოლოო ჯამში დაცემა გამოიწვია 1376 წელს.ამავე წელს ჩადის მაცხოვრებელმა ბილალას ხალხმა განდევნა დედაქალაქიდან საიფავების საიმპერატორო დინასტია,ხოლო 1388 წელს საბოლოოდ დაიკავა კანემი,რასაც იმპერიის სრული დაცემა მოჰყვა. (ავტორი გენია.ჯი)
“კანემის იმპერია” – თანამედროვე აფრიკის რუკაზე