“კეთილსურნელების ანუ სუნამოს დაარსების ისტორიიდან”…
სუნამოს გამოყენება,სათავეს უძველესი ხანიდან იღებს.მაგალითად ცნობილია,რომ ეგვიპტელები მას 5000 წლის წინათ იყენებდნენ და მისი დამზადება ერთ-ერთ ყველაზე დიდ საიდუმლოებასაც წარმოადგენდა.აქვე ცნობილი ფაქტია,რომ ფარაონები მის დამზადებას მხოლოდ და მხოლოდ “ქურუმებს” ანდობდენენ.ამასთანავე იგი ერთგვარად დაკავშირებული ცნება გახლდათ ღმერთებთან და მსხვერპლთშეწირვასთანაც კი.პარფიუმერიის შესახებ ცნობები ბიბლიური პერიოდიდან არის შემორჩენილი და ბიბლიაში რამდენჯერმეა ნახსენები კეთილსურნელოვანი ზეთი. (ავტორი გენია.ჯი) სიტყვა “პარფიუმერია”,ლათინურიდან მომდინარეობს და “ფუმუს”,თარგმანით “კვამლს,ბოლს” აღნიშნავს.შესაბამისად არის ვარაუდი,რომ ადრინდელი ადამიანები სასიამოვნო არომატის მისაღებად წვავდნენ სასამოვნო სურნელების მქონე ფოთლებს,ფისსა და მცენარეებსაც კი.პირველი ვინც ვარდისაგან,მიიღო ვარდის სურნელოვანი წყალი გახლდათ არაბები და ეს მოხდა 1300 წლის წინათ.აღნიშნულ სითხეს ისინი არა მარტო კეთილსურნელებისათვის იყენებდნენ,არამედ მას,როგორც სამკურნალო საშუალებას სვამდნენ კიდეც.ასევე ცნობილია,რომ ისინი ამზადებდნენ ვარდის ზეთსაც და ამისათვის სპეციალურად პლანტაციებიც კი ჰქონდათ გაშენებული.ნახევარი ჰეკტარი ვარდის ბუჩქებიდან ისინი 1 ტონა ვარდის ფოთოლს ღებულობდნენ.ხოლო ამ მასისაგან კი მზადდებოდა მხოლოდ ნახევარი კილოგრამი “ვარდის ზეთი”.გარდა ვარდისა არომატული სითხეების დასამზადებლად იყენებდნენ სხვადასხვა მცენარეებსაც: ჟასმის,ნარცისებს,იასა და სხვა კეთილსურნელოვან მცენარეებს. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული მეთოდები ცნობილი იყო შუამდინარეთშიც.აღმოსავლეთიდან სუნამოს პოპულარობა და მისი დამზადების მეთოდები გავრცელდა,როგორც სპარსეთში,ასევე ძველ ევროპულ ქვეყნებშიც: რომში,ძველ საბერძნეთსა და ბიზანტიაში.მისი დამზადებისათვის კი არა ერთი ცნობილი ალქიმიკოსი დაკავებულა,მაგალითად უდიდესი სპარსი-ტაჯიკი მეცნიერი – ავიცენა.თუმცა ნამდვილი რევოლუცია მისი დამზადებისა მოხდა XII საუკუნის იტალიაში,რა დროსაც მიღებულ იქნა სპირტის ხსნარიდან დაიწყეს არომატული სურნელების მქონე “სუნამოების” დამზადება.XIV საუკუნიდან კი აღნიშნული მეთოდი მისი დამზადებისა,ფართოდ იქნა გავრცელებული მთელ ევროპაში.სწორედ სპირტის ხსნარის ბაზაზე დამზადების შემდგომ – XVII საუკუნეში ეწოდა აღნიშნულ სითხეს “სუნამო” და “ოდეკოლონი”,როგორც დღეს ეს მთელ მსოფლიოშია ცნობილი. (ავტორი გენია.ჯი)