უილიამ ოტრედი – “ლოგარითმული სახაზავის გამოგონება”
“ლოგარითმული სახაზავი” - გამოგონებულ იქნა დიდი ინგლისელი მათემატიკოსის უილიამ ოტრედის (1575-1660 წლები) მიერ 1622 წელს.უილიამი სასულიერო პირის ვაჟი გახლდათ.თავდაპირველად სწავლობდა ითონში,ხოლო მოგვიანებით კემბრიჯის სამეფო კოლეჯში,სადაც სპეციალიზირებს გადიოდა მათემატიკის კუთხით.1595 წელს მან მიიღო პირველი სამეცნიერო ხარისხი და ჩაირიცხა აღნიშნული კოლეჯის სამეცნიერო საბჭოში.ამ პერიოდში იგი სრულიად ახალგაზრდა,მხოლოდ ოცი წლის გახლდათ.მოგვიანებით გადაწყვიტა ღვთისმეტყველების შესწავლა და 1603 წელს ხდება კიდეც სასულიერო პირი. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად ამისა,მის უმთავრესს ინტერესის სფეროს მათემატიკა წარმოადგენდა.მისი საცხოვრებელი ყოველთვის სავსე იყო ახალგაზრდებით,რომლებიც მისგან მათემატიკის მეცნიერებას სრულიად უფასოდ ეუფლებოდნენ.მოსწავლეებისაგან ის ფულს არ იღებდა,მითუმეტეს,რომ ეკონომიკურად არც თუ ისე დალხინებულად ცხოვრობდა.1631 წელს ტავისი მოსწავლეებისათვის დაწერა მათემატიკის სახელმძღვანელო “არითემატიკის გასაღები”,რომელიც სწრაფად გახდა პოპულარული სახელმძღვანელო და ერთ-ერთ საუკეთესო სახელმძღვანელოს წარმოადგენდა არა მარტო XVII საუკუნეში,არამედ XVIII საუკუნეშიც. (ავტორი გენია.ჯი) 1630 წელს სტუმრად ეწვია მისივე მოსწავლე და შემდგომში ცნობილი მათემატიკოსი უილიამ ფოსტერი,რომელთან მსჯელობის დროსაც ჩამოუყალიბდა შეხედულება იმისა,რომ შეექმნა “ლოგარითმული სახაზავი”.გარკვეული სამუშაოების ჩატარების შემდეგ 1622 წელს მან პირველად დაამზადა აღნიშნული სახაზავი.1632 წელს ლონდონში გამოიცა უილიამის წიგნი “პროპორციის წრეები”,სადაც მან აღწერა ლოგარითმული სახაზავის კონსტრუქცია და მისი დადებითი მხარეები.აღსანიშნავია,რომ “ლოგარითმული სახაზავის” დამზადების უფლებები მან ოფიციალურად მიანიჭა,იმ დროისათვის ცნობილ ლონდონელ მექანიკოსს – ელიას ალენის.1654 წელს ინგლისელმა რობერტ ბისაკერმა დახვეწა უილიამის მიერ სექმნილი “ლოგარითმული სახაზავი” და მიცა მას სრულყოფილი სახე,ისევე როგორც დღევანდელობაში გვხვდება იგი.ამ უაღრესად მნიშვნელოვანი მათემატიკური ხელსაწყოს გამომგონებელი უილიამ ოტრედი გარდაიცვალა 1660 წლის 30 ივნისს. (ავტორი გენია.ჯი)
უილიამ ოსტრედი