სინკლერ ლუისი
სინკლერ ლუისი - დაიბადა 1885 წლის 7 თებერვალს,იმ პერიოდისათვის ახლად აშენებულ ქალაქ სოკ-სენტრში (მინესოტას შტატი).იმ პერიოდისათვის აღნიშნულ ქალაქში ერთადერთი ექიმი იყო და ისიც მამამისი იყო.სინკლერ ლუისი გახლდათ პირველი ამერიკელი მწერალი,რომელსაც 1930 წელს მიენიჭა “ნობელის პრემია” ლიტერატურის დარგში.თხუთმეტი წლის ასაკში მუშაობა დაიწყო ასოთამწყობად ადგილობრივ ტოპოგრაფიულ ცენტრში. (ავტორი გენია.ჯი) ამის შემდგომ სწავლას აგრძელებს უნივერსიტეტში და სწავლის დასრულების შემდეგ იწყებს მუშაობას აიოვასა და კალიფორნიის შტატებში სხვადასხვა საგამომცემლო დაწესებულებებში.განსაკუთრებით იტაცებდა რეპორტიორის ფუნქცია.სწორედ პერიფერიებში მუშაობის პერიოდში გაეცნო ცხოვრებას ამერიკული პროვინციებისა და ზნე-ჩვეულებებს ადგილობრივი მოსახლეობისა,რამაც მის ნაწარმოებებზე (შემდგომში) უდიდესი გავლენა იქონია.ამავე პერიოდში იწყებს გაზეთებში ტავისი პირველი ესეებისა და თხზულებების გამოქვეყნებას,რაც მისი შემოსავლის წყაროდაც იქცა.პირველი რომანი “ჩვენი მისტერ რენი” გამოქვეყნებულ იქნა 1914 წელს და აღნიშნულმა რომანმა,მის მიმართ,როგორც მწერალმა დიდი ყურადღება გამოიწვია.1916 წლის შემოდგომაზე გაიცნო დიდი ამერიკელი მწერალი – ჯეკ ლონდონი,რომელსაც იმ პერიოდში შემოქმედებითი კრიზისი ჰქონდა.ჯეკ ლონდონმა გადაწყვიტა და შეიძინა მისგან სიუჟეტები ახალი,რომანისათვის “მკვლელობების ბიურო”,ამ სიუჟეტებში აღებული თანხით კი მხოლოდ ერთი პალტოს შეძენა შეიძლებოდა.მალევე ჯეკ ლონდონი გარდაიცვალა და აღნიშნული რომანი რობერტ ფიშმა დაასრულა. (ავტორი გენია.ჯი) 1920 წელს აქვეყნებს რომანს “მთავარი ქუჩა”,1925 წელს რომანს “ეროუსმიტი”,1926 წელს რომანს “ხაფანგი” და ასე შემდეგ.1930 წელს იგი ხდება პირველი ამერიკელი მწერალი,რომელსაც მიენიჭა ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში.აღნიშნულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლა მწერლისა,კი ნობელის პრემიის გადაცემის ისტორიაში შევიდა,როგორც “ამერიკელთა შიში ლიტერატურის წინაშე”,რამაც დიდი რეზონანსი გამოიწვია ქვეყანაში.ნობელით დაჯილდოების შემდგომ მწერალმა კიდევ ცხრა რომანი დაწერა,თუმცა მათ ისეთი დიდი წარმატებები აღარ მოუტანიათ მისთვის.1942 წელს სცილდება მეუღლე დოროთი ტომპსონს,რომელთან თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ვაჟი მაიკლი,რომელიც შემდგომ მსახიობი გახდა.სინკლერ ლუისი გარდაიცვალა 1951 წლის 10 იანვარს რომში,გულის შეტევის შედეგად,რაც გამოწვეული გახლდათ “ალკოჰოლიზმის” შედეგად. (ავტორი გენია.ჯი)