ჯუზეპე ტარტინი – “ეშმაკის სონატა”
ერთ-ერთი უდიდესი იტალიელი კომპოზიტორი და მევიოლინე,ავტორი გახმაურებული “ეშმაკის სონეტისა” - ჯუზეპე ტარტინი (1692-1770 წლები),აღნიშნული ნაწარმოების შესახებ წერდა:
“1713 წელს,ერთ-ერთი ღამისას,მესიზმრა თითქოს ეშმაკს შევეკარი და შევთანხმდით,რომ მე მას სულს ვაძლევდი,მას კი ყველაფერი უნდა შეესრულებინა,რასაც ვისურვებდი.თავდაპირველად საქმე შესანიშნავად აეწყო.ახალი მსახური ფარვანასავით დამტრიალებდა. (ავტორი გენია.ჯი) ერთხელ ვიფიქრე,მოდი,ვიოლინოზე დავაკვრევინებ-მეთქი ,მინდოდა გამომეცადა,შეძლებდა თუ არა რაიმე ლამაზი მელოდიის დაკვრას.მაგრამ სხარტად დავრჩი,როცა მან უჩვეულო ოსტატობით უზადოდ შეასრულა ულამაზესი სონატა,რომლის მსგავსი ძეხორციელს ჯერ არ სმენია.ელდა მეცა,მუსიკამ ისე მომაჯადოვა,რომ სუნთქვა შემეკრა და გამომეღვიძა.უმალ დავწვდი ჩემს ვიოლინოს,შევეცადე დამეკრა სიზმარში მოსმენილი მელოდიის თუნდაც ნაწილი,მაგრამ ამაოდ! მაშინ დავწერე მუსიკა და ეს არის ყველაზე საუკეთესო,რაც მე ოდესმე შემიქმნია.ჩემს თხზულებას დავარქვი “ეშმაკის სონატა”,თუმცა ამ მუსიკასა და სიზმარში გაგონილს შორის იმდენად დიდი განსხვავება იყო,კინაღამ ნამსხვრევებად ვაქციე საკრავი და მუსიკაზე სამუდამოდ ავიღე ხელი,მაგრამ ძალა არ მეყო,ვერ შეველიე მე იმ სიხარულს,მუსიკა ყოველდღიურად რომ მანიჭებდა”. (ავტორი გენია.ჯი)