“ნიკოლო პაგანინის პირველი კონცერტის განცხადება”
გენიალური იტალიელი მევიოლინე,კომპოზიტორი და გიტარისტ-ვირტუოზი - ნიკოლო პაგანინი (1782-1840 წლები),ბავშვობაში,კერძოდ 13 წლის ასაკში ცდილობდა,სრულყოფილად დაუფლეობოდა და დაოსტატებულიყო თავის სპეციალობაში.შესაბამისად იგი ცდილობდა საუკეთესო მასწავლებლის აყვანას,რისი ეკონომიკური საშუალებაც მის ოჯახს არ გააჩნდა.1795 წლის 25 ივლისს იტალიური გაზეთი “აივიზი” შემდეგი შინაარსის განცხადებას აქვეყნებს:
“მომავალ ხუთშაბათს სანტ-აგოსტინოს თეატრში მოეწყობა აკადემია (XVIII და XIX საუკუნის დასაწყისში ასე უწოდებდნენ კომპოზიტორთა მიერ ჩატარებულ საავტორო კონცერტებსა და აგრეთვე მუსიკალურ-სასემსრულებლო საჯარო თავყრილობებს,რომლებიც მუსიკის მოყვარულთა თაოსნობით ეწყობოდა).მას გამართავს გენუელი ყმაწვილი ნიკოლო პაგანინი,რომელსაც თანამემამულენი უკვე იცნობენ როგორც ნიჭიერ მევიოლინეს. (ავტორი გენია.ჯი) მას განზრახული აქვს პარმაში გამგზავრება,რომ ცნობილი მასწავლებლის ალესანდრო როლას ხელმძღვანელობით უფრო დაოსტატდეს თავის საქმეში.ვინაიდან არა აქვს აუცილებელი ხარჯების დაფარვის საშუალება,იგი გამბედაობას იკრებს და თხოვნით მოგმართავთ თქვენ,დახმარება აღმოუჩინოთ ჩაფიქრებული მიზნის განხორციელებაში და გიწვევთ კონცერტზე,რომელიც მისი აზრით,სიამოვნებას მიანიჭებს ყოველ თქვენგანს”. 31 ივლისს ცამეტი წლის ნიკოლო პაგანინი თავისი პირველი კონცერტით წარსდგა საზოგადოების წინაშე და მისმა შემოქმედებამ სრული ფურორი მოახდინა დამსწრე საზოგადოებაზე.აღნიშნული კონცერტი კი მისი კარიერის პირველი წინ გადადგმული ნაბიჯი იყო მაღალი მუსიკალური ხელოვნების მორევში. (ავტორი გენია.ჯი)