“ოსიბანა”
“ოსიბანა” - მოიხსენიებენ ასევე,როგორც “დაპრესილი ფლორისტიკა”.იგი გახლავთ ხელოვნების ერთ-ერთი სახეობა,რომლის შედეგადაც შექმნილ სურათში გამოყენებულია ფლორისტიკის მრავალსახეობა,ბუნებრივი მასალებით: ფოთლებით,ბალახებით,ხის ქერქით,ყვავილებითა და ბუმბულით.აღნიშნული მასალები სურათზე შესაძლოა გამოყენებულ იქნას დაპრესვისა და ჰერბარიუმის მეთოდით,მხოლოდ და მხოლოდ ამ მასალების დამუშავების შემდეგ.განსაკუთრებულ ბუნებრივ იერს ასეთი სურათი მასზე გამოყენებული ბუნებრივი მასალების გამოშრობა (გახმობის) შემდეგ იღებს. (ავტორი გენია.ჯი) ყოველი ელემენტი “ოსიბანაზე” განსაკუთრებული სიფრთხილითა და წესით ლაგდება,რაც სურათს გარკვეულ სიუჟეტს ანიჭებს.ასეთი სახეობა “დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნება”,ფართო გავრცელება ჰპოვა “ვიქტორიანულ ეპოქაში” (1837-1901 წლებში). (ავტორი გენია.ჯი) განსაკუთრებით კი “ოსიბანა” ფრათოდ იქნა გავრცელებული ამომავალი მზის ქვეყანაში – იაპონიაში,სადაც აღნიშნული ხელოვნება ჯერ კიდევ მე-XIV საუკუნეში იქნა გავრცელებული და დღესაც მათთვის ერთ-ერთ საყვარელ ხელოვნებად არის ცნობილი.აღსანიშნავია,რომ “ოსიბანა” მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში ფართოდ არის გავრცელებული და მათ შორის საქართველოში. (ავტორი გენია.ჯი)
“ოსიბანას” ნიმუშები