კაცობრიობის გამოგონებების – “ქრონოლოგიური ცხრილი”
“პალეოლითის ეპოქა” – ბერძნული ენიდან თარგმანით – “ძველი ქვის ხანას აღნიშნავს”.იგი დედამიწაზე ქვის ხანის ყველაზე ადრეული და ყველაზე ხანგრძლივი ეპოქა გახლდათ.პალეოლითის ეპოქა დაიწყო 2-2,5 მილიონი წლის წინათ,მაშინ როდესაც სამყაროში უკვე არსებობდნენ – ჰომო გაბილისისა და ჰიკეთანთროპების სახით ადამიანის უძველესი სახეობები.პალეოლითის ეპოქას,მეცნიერები სამ საფეხურათ ყოფენ: ქვედა (ადრინდელი),შუა (მუსიეს ეპოქა) და ზედა (გვიანდელი ეპოქა).ადამიანის განვითარებასთან ერთად,იზრდებოდა მისი არსებობისათვის აუცილებელი საგნების შექმნა-გამოგონება. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად იმისა,რომ შესაძლოა ვიფიქროთ,პალეოლითის ხანაში რა უნდა გამოეგონებინა ადამიანსო,აუცილებლად უნდა ავღნიშნოთ,რომ სწორედ ამ უდიდეს ეპოქაში ჩაეყარა საფუძველი პროგრესს კაცობრიობის გამოგონებებისა,რომელიც დღემდე გრძელდება და კვლავაც მანამ გაგრძელდება,სანამ კაცთა მოდგმა იარსებებს სამყაროში.მაშ ასე,ძვირფასო მკითხველო Genia.Ge იწყებს ყველა უმნიშვნელოვანესი გამოგონების ქრონოლოგიური ნუსხის შემოთავაზებას.აღნიშნულ პოსტში წარმოგიდგენთ პალეოლითის უძველესი საფეხურის – ქვედა (ადრინდელი) პერიოდის,უმნიშვნელოვანეს გამოგონებებს:
1. “ქვის დამუშავება” – მეცნიერთა მტკიცებით ადამიანმა 2,6 მილიონი წლის წინათ აფრიკის კონტინენტზე დაიწყო.პირველი ქვისაგან დამზადებული იარაღების შექმნას კი სამხრეთ აფრიკაში მცოხვრებ – ავსტრალოპიტეკებს მიაწერენ,რომლებიც ადამიანების უძველეს წინაპრებად არიან მიჩნეული. (ავტორი გენია.ჯი) მიუხედავად იმისა,რომ ისინი დედამიწაზე 4 მილიონი წლის წინათ გაჩნდნენ,მათ ქვის დამუშავებას,მხოლოდ რამდენიმე ასეული ათასი წლის შემდეგ დაიწყეს.
2. “ცეცხლი” – მისი აღმოჩენა დღემდე კაცობრიობის ერთ-ერთ უდიდეს მიღწევად ითვლება.ცეცხლის გამოყენება,მეცნიერთა მოსაზრებით დედამიწაზე ქვის დამუშავებიდან მალევე დაიწყო.კერძოდ პირველყოფილმა ადამიანებმა იგი 1,5-2 მილიონი წლის წინათ გამოიყენეს.თავდაპირველად ცეცხლი შიშსა და თაყვანისცემას იწვევდა მათში. (ავტორი გენია.ჯი) მის მიმართ ინტერესი კი მას შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა,რაც დედამიწაზე ცივი კლიმატური პირობები დადგა.აღნიშნული ეტაპის გადალახვას კი დიდად შეუწყო ხელი ცეცხლის გამოყენებამ.
3. “ნაჯახი” – ნაჯახისმსგავსი ხელსაწყოს გამოყენება ადამიანმა პირველად,დაახლოებით 800-400 ათასი წლის წინათ დაიწყო.მას რაღა თქმა უნდა თავდაპირველად ქვისგან ამზადებდნენ,რომელთაც ბასრ პირს უკეთებდნენ.შესაბამისად იგი სანადიროდ ერთ-ერთ საუკეთესო საშუალებას წარმოადგენდა,რადგან იმ ეპოქისათვის სხვა უკეთესი სანადირო იარაღი არ არსებობდა.მისი უძველესი ნიმუში აღმოჩენილ იქნა აფრიკულ ქვეყანაში – კენიაში.მოგვიანებით კი იგი არა მარტო სანადიროდ,არამედ ხის მოსაჭრელად და საბრძოლველადაც გამოიყენეს. (ავტორი გენია.ჯი)
4. “საღებავი” – თავდაპირველად გამოგონებულ და გამოყენებულ იქნა აფრიკულ სახელმწიფო ზამბიაში,დაახლოებით 400 000 წლის წინათ.მეცნიერებმა,სწორედ ზამბიაში აღმოაჩინეს დღემდე უძველესი საღებავით შესრულებული კლდის მხატვრობა. (ავტორი გენია.ჯი)
5. “შუბი” – ადამიანმა პირველად 400 ათასი წლის წინათ ქვისგან დაამზადა და იგი ჯერ კიდევ ენეოლითის ეპოქამდე გამოიყენებოდა.მისი გამოგონების ადგილად თანამედროვე ევროპის ტერიტორია მიიჩნევა. (ავტორი გენია.ჯი)
6. “დანა” – მისი უძველესი ნიმუშები აღმოჩენილ იქნა აფრიკის კონტინენტზე და ისევე,როგორც სხვა ანალოგიური დანიშნულების მქონე საგნები,პირველად ქვისგან მზადდებოდა.მიუხედავად იმისა,რომ მისი თავდაპირველი ფორმები მოუხერხებელი იყო,მაინც დიდი დანიშნულების მატარებელი გახლდათ იმ ეპოქის ადამიანებისათვის.მეტალის მიღებამდე,დანას,გარდა ქვისა,ძვლისგან და ხისგანაც კი ამზადებდნენ.მეცნიერთა მტკიცებით – დანა,ადამიანმა პირველად 164 000 წლის წინათ გამოიგონა.
7. “ტანისამოსი” – მეცნიერთა ვარაუდით,დედამიწაზე ადამიანმა პირველად 100 ათასი წლის წინათ გამოიყენა.მიუხედავად ამისა,უამრავი უძველესი ტომები (ავსტრალიელი აბორიგენები,ინდიელები ცეცხლოვანი მიწიდან და სხვა),მაინც ყოველგვარი ტანისამოსის გარეშე ამჯობინებდა ცხოვრებას.თუმცა კლიმატური პირობების გაუარესებამ ტანისამოსს უდიდესი დანიშნულება შესძინა და იგი დღეს მოდის ხელოვნების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ატრიბუტია. (ავტორი გენია.ჯი)