“კლეოპატრას რეალური სახე”
ხანგრძლივი და შრომატევადი კვლევების შემდეგ,კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორებმა შეძლეს მიეღოთ სამგანზომილებიანი მოდელის სურათი,ანტიკური სამყაროსა და ეგვიპტის ლეგენდად ქცეული,უკანასკნელი დედოფლის პტოლემეების მაკედონიური დინასტიიდან – კლეოპატრასი (ძვ.წ.აღ-ით 69-30 წლები). (ავტორი გენია.ჯი) მისი სილამაზის შესახებ უამრავი მითი დადიოდა.თუმცა მეცნიერებში განსაკუთრებულ ინტერესს მაინც ის იწვევდა,თუ ვის გამო დაჰკარგა თავი და გული,რომის დიდებულმა მხედართმთავარმა მარკუს ანტონიუსმა (ძვ.წ.აღ-ით 81-30 წლები),რომელმაც კლეოპატრას სიყვარულის გამო საკუთარ სამშობლოს უღალატა და აუმხედრდა რომს.კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორების მიერ მიღებულმა კლეოპატრას 3 D მოდელი,ნამდვილად არ ჰგავს ჰოლივუდურ ფილმებში წარმოჩენილ დედოფალს.ცნობილი ეგვიპტოლოგი და აღნიშნული პროექტის ერთ-ერთი მონაწილე – სალი ენ ეშტონი,ირწმუნება,რომ მათ მიერ შემუშავებული სამგანზომილებიანი მოდელი კლეოპატრასი,დღემდე მის ყველაზე რეალურ სურათს წარმოადგენს.ამიტომ უკვე შესაძლებელია რეალურად წარმოვიდგინოთ თუ ვისში გაცვალა რომი მარკუს ანტონიუსმა.კლეოპატრას შესახებ გადაღებულ ფილმებში ყოველთვის,ტრადიციულად ევროპული რასის მქონე მსახიობი ქალები იღებენ მონაწილეობას,თუმცა პროექტის მონაწილეების მოსაზრებით,მალე კლეოპატრას როლის შესრულება სხვა რასის წარმომადგენლებს მოუწევთ. (ავტორი გენია.ჯი)