ტერმინი “ცივი ომის” ისტორიიდან…
ტერმინი “ცივი ომი”,რომელიც მთელ მსოფლიოს შიშის ზარს სცემდა და დღესაც უარყოფითი ემოციების აღმძვრელია ნებისმიერ ჩვენგანში,სათავეს ჯერ კიდევ მე-XIV საუკუნეში იღებს.პირველად აღნიშნული ტერმინი ესპანელმა მწერალმა – დონ ხუან მიგელმა გამოიყენა,იმ შემაშფოთებელი სიტუაციის გამო,რაც სუფევდა ესპანეთში ქრისტიანებსა და მუსულმანებს შორის. (ავტორი გენია.ჯი)იმ დანიშნულებით,როგორსაც ჩვენ დღეს აღვიქვავთ ამ ტერმინს,გამოყენებულ იქნა დიდი ინგლისელი მწერლისა და პუბლიცისტის – ჯორჯ ორუელის (1903-1950 წლები),მიერ თავის ნაწარმოებში “თქვენ და ატომური ბომბი”.აღნიშნულ ნაწარმოებში ჯორჯ ორუელმა “ცივი ომის” სახით იგულისხმა ხანგრძლივი,ეკონომიკური,გეოპოლიტიკური და იდეოლოგიური ომი,რომელიც მძვინვარებდა იმ პერიოდში,ამერიკის შეერთებული შტატების,მისი მოკავშირეებისა და “წითელი” საბჭოთა კავშირსა და მისი მოკავშირე ქვეყნებს შორის. (ავტორი გენია.ჯი) ზუსტი თარიღი უცნობია “თანამედროვე” სახით ამ ტერმინის გამოყენებისა,თუმცა ბევრი სპეციალისტის აზრით,აღნიშნულმა ტერმინმა გამოყენება ჯერ კიდევ 1945 წლის ზაფხულიდან დაიწყო და 1991 წლამდე იარსება (საბჭოთა კავშირის დანგრევამდე).ყველაზე მეტად კი აღნიშნული ტერმინი “ცივი ომი”,მსოფლიოს თავზე ნიკიტა ხრუშოვისა და ჯორჯ ფიცჯერალდ კენედის მმართველობებისას გამოიყენებოდა “კარიბის კრიზისის პერიოდში” 1962 წელს.თუმცა საბედნიეროდ აღნიშნული კრიზისი აღმოფხვრილ იქნა და კაცობრიობა გადაურჩა ატომურ დაპირისპირებას. (ავტორი გენია.ჯი)