ტერმინი – “ყვითელი პრესის” ისტორიიდან…

ყველასათვის ცნობილი ტერმინი “ყვითელი პრესა”,სათავეს XIX საუკუნის მიწურულს წარმოიშვა ამერიკის შეერთებულ შტატებში.ამ პერიოდში დიდი პოპულარულობა მოიპოვა და დიდი ყურადღება მიიქცია ორმა ამერიკულმა გაზეთმა: “New York World”-მა და “New York Journal”-მა,რომლებმაც ფსონი გააკეთეს არა ჩვეულებრივი ახალი ამბების გაკეთებაზე,არამედ ისინი მკითხველს აწვდიდნენ ემოციური და სენსაციური სიუჟეტების შემცველ ისტორიებს,რაც რაღა თქმა უნდა მკითხველის უფრო დიდ ყურადღებას იმსახურებდა. (ავტორი გენია.ჯი)1895 წელს New York Journal-მა,დაიწყო რიჩარდ აუტკალტას კომიქსების გამოქვეყნება,რომელიც შეიცავდა სატირულ და ირონიულ კომენტარებს პოლიტიკის შესახებ.ხოლო თავად კომიქსების მთავარი გმირი გახლდათ ყვითელ პერანგში გამოწყობილი ბავშვი.ერთი წლის შემდგომ აღნიშნული კომიქსი გამოქვეყნებულ იქნა New York World-ში და შესაბამისად უკვე ორი გაზეთი აქვეყნებდა აღნიშნულ კომიქს,ყვითელ პერანგიან ბავშვზე. (ავტორი გენია.ჯი) სწორედ აღნიშნული კომიქსი იქცა სერიოზული გამოცემების მიერ “ყვითელ პრესად” ცნობილი ტერმინის წარმომშობი ფაქტორი.მას შემდეგ “ყვითელი პრესა”,ერთგვარი სენსაციებისა და უჩვეულო ისტორიების შემცველი ჟურნალ-გაზეთების “აუცილებელ” ტერმინადაც კი ჩამოყალიბდა. (ავტორი გენია.ჯი)