აშოკა (ჩვ.წ.აღ-მდე 273-232 წლები) – რომელსაც ინდოელმა ხალხმა „დიდი” უწოდა, გახლდათ ინდოეთის იმპერატორი მაურიის დინასტიიდან, შვილიშვილი ინდოეთის პირველი გამაერთიანებლის – ჩანდრაგუპტა „ბრძენის” (მეფობდა ძვ.წ.აღ-ით 322-298 წლებში).მისი სახელი „აშოკა” აღნიშნავს „უმტკივნეულოს”, ედიქტებში კი მოიხსენიებდნენ, როგორც – „დევანამპრიჲად”, რაც „ღმერთებისათვის საყვარელს” აღნიშნავს. აშოკას, როგორც ბაბუამისს, სურვილი ჰქონდა კიდევ უფრო დიდი მიწები შემოეერთებინა საკუთარი იმპერიისათვის და ამასთანავე სურვილი გააჩნდა გაჰყოლოდა ჩანდრაგუპტას პოლიტიკურ გზას. (ავტორი გენია.ჯი) ამ მიზეზთა გამო გადაწყვიტა თავს დასხმოდა კალინგას სამეფოს (კალკუტიტადან – მადრასამდე ტერიტორია) და იგი საკუთარი იმპერიისათვის დაექვემდებარებინა. კალინგას ხალხმა მის ჯარს დანებებაზე უარი განუცხადა, რასაც მათ შორის ბრძოლა მოჰყვა. ბრძოლაში აშოკამ მან 1000-მდე მებრძოლი დაკარგა. შეხედა რა, აშოკამ ომის საშინელ შედეგებს, მან აბსოლუტურად შეცვალა თავისი პოლიტიკა და განაცხადა:
„თუ გვინდა ახალი ტერიტორიების შემოერთება და ჩვენი ქვეყნის გაერთიანება, პირველ რიგში ჩვენი მოწინააღმდეგეები კი არ უნდა დავიპყროთ, არამედ უნდა დავიპყროთ მათი გულები კარგი კანონებითა და კეთილშობილებით, რათა ღმერთისათვისაც ბევრად უმჯობესია მის მიერ შექმნილმა ადამიანებმა უსფრთხოდ იგრძნონ თავი და იცხოვრონ ბედნიერად და მშვიდობიანადო”.
ამ მიმართვის შემდეგ მაგალითი თავად აშოკა გახლდათ ინდოელი ხალხისათვის. იგი თავისი კეთილშობილებით აოცებდა ყველას. შემოიღო ბუდიზმი და მისი დოგმატები ფართოდ განავრცო. მიუხედავად იმისა, რომ აშოკა ბუდისტური რელიგიის მიმდევარი გახლდათ, იგი პატივს სცემდა ყველა სხვა რელიგიასაც; ვეგეტარიანელმა მონარქმა ქვეყანაში დააწესა „მშრალი კანონი”; ასევე აკრძალა ცხოველების მსხვერპლად შეწირვა. ერთ-ერთი გამოჩენილი ინგლისელი მწერალი და პუბლიცისტი – ჰერბერტ ჯორჯ უელსი (1866-1946 წლები), თავის მიერ დაწერილ „მსოფლიოს მოკლე ისტორიაში” აშოკას შესახებ წერს: „ათი ათასობით მონარქის სახელებს შორის, რომელთაც თავი დაიმკვიდრეს ისტორიის ფურცლებზე, მხოლოდ და მხოლოდ აშოკას სახელი ბრწყინავს როგორც ვარსკვლავი”. (ავტორი გენია.ჯი)