ჯორჯო ვაზარი – მიქელანჯელო ბუანაროტის შესახებ…
“სიქსტის კაპელა ჭეშმარიტი მანათობელია ჩვენი ხელოვნებისა…, რომელიც საუკუნეების მანძილზე წყვდიადში იმყოფებოდა… მხატვრის ოსტატობის სრულყოფის მიზნით… მიქელანჯელო უზომოდ ბევრ დროს უთმობდა ანატომიას,თავად კვეთდა გვამებს.სწავლობდა ძვლების აგებულებას,კუნთების,სისხლძარღვებისა და ნერვების სტრუქტურას ადამიანის სხეულის აგებულებას,მისი ყოველი მოძრაობის შესაცნობად.მიქელანჯელოს ხელოვნებამ მას სიცოცხლეშივე მოუპოვა აღიარება… დიადი პაპები იულიუს II და ლეო X… (ავტორი გენია.ჯი) გვერდიდან არ იშორებდნენ მას,იგივე შეიძლება ითქვას თურქეთის სულთნის სულეიმანის…, საფრანგეთის მეფის,იმპერატორ კარლ V-ის,ვენეციის სინიორიის, და ბოლოს კოზიმო მედიჩის შესახებ,რომლებიც მზად იყვნენ მისთვის ღირსეული გასამრჯელო გადაეხადათ ერთადერთი მიზეზით – მისი შემოქმედების მსახურების სურვილით.პაპმა იულიუს II-მ მიქელანჯელოს შესთავაზა მოეხატა… ვატიკანის სასახლეში აშენებული (1473-1481 წლებში) სიქსტის კაპელის გუმბათი… (ავტორი გენია.ჯი) ყმაწვილებს ფრესკაზე ხელში მუხის ფოთლებისა და ხოლისგან დაწნილი გირლანდები უჭირავთ… რაც მინიშნებაა იმაზე,რომ მისი (იულიუს II-ის) მმართველობის დრო ოქროს ხანა იყო.პაპმა წამოიწყო წმინდა პეტრეს ტაძრის გრანდიოზული მშენებლობა… ერთი პირობით,რომ ამ ტაძარს სიდიდით,მდიდრული მოკაზმულობით უნდა დაეჩრდილა ყველა ნაგებობა,რომელიც კი თავის არსებობას რომის სახელმწიფოს ძლევამოსილებას უნდა უმადლოდეს”. (ავტორი გენია.ჯი)