“იაპონური თოვლი” – (ეპიზოდი)

ამომავალი მზის ქვეყანა – იაპონია,რომ უდიდესი ისტორიისა და ტრადიციების მატარებელი ქვეყანაა,შეხსენება არავის გვჭირდება.თუმცა არის ისეთი ფაქტებიც,რომელიც ალბათ ყველას ინტერესსა და გაოცებასაც იწვევს.იაპონიაში დღემდე ძალიან პოპულარულია მითი იმის შესახებ,რომ “იაპონური თოვლი” განსხვავდება სხვა ქვეყნის თოვლისაგან.1980-ანი წლების დასაწყისში,ქვეყნის ხელისუფლებამ აკრძალა უცხო ქვეყნებიდან თხილამურების შეტანაც კი,რათა დაეცვათ ადგილობრივი “სამამულო წარმოება” – “თოვლი”.აღსანიშნავია,რომ ამ ქვეყანაში დღემდე არსებობს საახალწლო სიმღერა,რომლის სიუჟეტის მიხედვითაც,იაპონელმა მოთხილამურემ არ შეიძლება შეეხოს უცხოურ თხილამურებს,რადგან მათ არ უსრიალებიათ და ვერც სრიალებენ იაპონურ თოვლზე. (ავტორი გენია.ჯი)