“Black Trail” – (ყველაზე სწრაფი ელექტრო-ველოსიპედი მსოფლიოში)
“Black Trail” - წარმოადგენს მსოფლიოში ყველაზე სწრაფ ელექტრო-ველოსიპედს,რომლის პირველი პრეზენტაცია 2010 წლის 22 ივნისს განხორციელდა გერმანიაში.მას,რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს 100 კილომეტრ-საათი სიჩქარის განვითარება შეუძლია და შეტანილ იქნა “გინესის რეკორდების წიგნში”,არა მარტო როგორც ყველაზე სწრაფი,არამედ,როგორც ყველაზე ინოვაციური ველოსიპედიც. (ავტორი გენია.ჯი) აღსანიშნავია ის გარემოება,რომ მის შექმნასა და პროექტირობაში მონაწილეობა მიიღო ისეთი ცნობილი კომპანიის წარმომადგენლებმა,როგორებიც გახლავთ “ფორმულა 1″-ის ძრავების კონსტრუქტორები.მასალად კი გამოყენებულ იქნა: მაგნიუმი,ტიტანი,ალუმინი,ნახშირბადის ბოჭკო და სხვა ქიმიური ელემენტების მქონე მასალები.ცნობილია ისიც,რომ მის დასამზადებლად გამოყენებული ერთ-ერთი ელემენტი კოსმოსური ხომალდების ასაგებადაც კი გამოიყენება.სწორედ ამ მეტალთა გამოყენების წყალობით,მისი წონა დიდი არ არის და მხოლოდ 19,8 კილოგრამს შეადგენს.ველოსიპედის ელექტრო-მოტორი 1,2 კილოვატის სიმძლავრის მქონეა.მას ასევე გააჩნია საბორტო კომპიუტერი,მანათობელი ეკრანი,რომელიც სიჩქარის მაჩვენებლის ფუნქციას ასრულებს და იტენება აკუმულიატორის საშუალებით.3 საათიანი დატენვა,საშუალებას აძლევს 200 კილომეტრის მანძილის გავლისა.დღევანდელ დღემდე – “Black Trail”-ის მხოლოდ 657 ეგზემპლარია დამზადებული.პირველი ეგზემპლარი,ნომრით “001″ ერთ-ერთი გერმანელი მეწარმის მიერ 120 000 ევროდ იქნა შესყიდული.მისი საბაზრო ფასი კი დღესდღეობით 80 000 ამერიკულ დოლარს შეადგენს… (ავტორი გენია.ჯი)