გორალი

გორალი - მოიხსენიებენ ასევე,როგორც – ჰიმალაური გორალი.წყვილჩლიქოსნებრთა რიგი,თხების ოჯახისა.დასახელება ინდური სახელწოდებიდან მომდინარეობს.გავრცელებული არიან ჰიმალაის მთებში,კერძოდ: აღმოსავლეთ ტიბეტში,ბირმაში,ჩინეთში,პაკისტანში,ნეპალსა და ბჰუტანში.სხეულის ზომებით შინაურ თხას უტოლდება,ხოლო ფორმებით უფრო ანტილოპას ჩამოგავს.მისი სხეულის სიგრძე 106 სანტიმეტრიდან – 118 სანტიმეტრამდეა. (ავტორი გენია.ჯი) სიმაღლით 75 სანტიმეტრამდეა,ხოლო წონით 32-42 კილოგრამამდეა.კუდის სიგრძე 13-18 სანტიმეტრია.ზრდასრული “გორალი” შავი ფერისაა.არიან კლდის მოყვარული ცხოველები და ბინადრობენ ხშირ შემთხვევაში,ზღვის დონიდან 4000 მეტრ სიმაღლეზე.ხშირი ბეწვის გამო ცივ კლიმატს ადვილად ეგუებიან.სულ გორალის ექვსი სახეობაა ბუნებაში გავრცელებული. (ავტორი გენია.ჯი)