მატამატა
მატამატა - სამხრეთამერიკული მტკნარი წყლის მოყვარული, გველისკისერა კუსებრთა ოჯახის ქვეწარმავალი,გვერდკისერა კუთა რიგისა,რომელიც გამოირჩევა მეტად უცნაური და თავისებური გარეგნობით.იგი ერთადერთი მონოტიპური სახეობაა Chelus-სა.მისი სიგრძე 40 სანტიმეტრამდეა და გამოირჩევა ბასრი კონუსისებური ბორცვებით,რომლებიც თითოეულ ფირფიტაზე აქვს განვითარებული.მას აქვს სამკუთხედი თავი და გრძელი კისერი,საკმაოდ უცნაური ფორმის ტყავის რიგების გამონაზარდებით.აღნიშნული გარეგნობა კი მას შესანიშნავ საშუალებას აძლევს კამუფლიჟირებისათვის.მათი წონა ხშირ შემთხვევაში 15 კილოგრამამდეა. (ავტორი გენია.ჯი) ისინი ძირითადად გავრცელებული არიან სამხრეთ ამერიკაში,მდინარე ორინოკოს აუზიდან – ამაზონის აუზამდე.ძირითადად ბრაზილიაში,ვენესუელაში,კოლუმბიის აღმოსავლეთით,პერუში და სხვა სამხრეთ ამერიკულ ქვეყნებში.იკვებებიან თევზით,ბაყაყებით,მოლუსკებით და მცურავი ფრინველებითაც კი,რომელთაც იგი ჩასაფრებებს უწყობს.ისინი არიან სითბოს მოყვარულები და დებენ 12-დან 28 კვერცხამდე.ინკუბაციის პერიოდი 60 დღიდან 140 დღემდე გრძელდება.პატარებს კი მშობლები ლიფსიტებით კვებავენ.”მატამატას” საცხოვრებელი ბუნებრივი პირობების პირველი მტერი ადამიანია და შესაბამისად მათი რაოდენობაც,გარემო პირობების ცვალებადობასთან ერთად საკმაოდ შემცირებულია დღესდღეობით. (ავტორი გენია.ჯი)