პიტერ ბრეიგელი (უფროსი) – “ზარმაცების ქვეყანა”

“ზარმაცების ქვეყანა” - გენიალური ნიდერლანდელი ფერმწერისა და გრავიორის - პიტერ ბრეიგელის “უფროსი” (1525-1569 წლები),მიერ შესრულებული ტილოა.სრული გერმანული სახელწოდება ტილოსი გახლავთ – “შლარაფენლანდი”,რაც სიტყვა-სიტყვით აღნიშნავს “ზარმაცი მაიმუნების ქვეყანას”.აღნიშნულ ტილოში დიდმა მხატვარმა სატირული სახით გადმოსცა იმ დროინდელი ნიდერლანდული საზოგადოების, წინარევოლუციური მდგომარეობა.აღნიშნული ტილო კი დახატულ იქნა 1567 წელს. (ავტორი გენია.ჯი) ისევე,როგორც ბრეიგელის სხვა ნამუშევრები,ეს ნამუშევარიც ანდაზური ხასიათის გახლავთ.მხატვრის აზრით “ზარმაცების ქვეყანა” ზღაპრული ქვეყანაა,რძიანი მდინარეებით და თაფლოვანი სანაპიროებით,როგორც ეს ბევრი ევროპული ქვეყნის ზღაპრებშია გადმოცემული. (ავტორი გენია.ჯი) “უსაქმურთა ქვეყნის” შესახებ ზღაპრებიდან 1536 წელს, გამოჩენილმა გერმანელმა პოეტმა – ჰანს საქსმა (1494-1576 წლები),შექმნა ლექსები,რომლის სიუჟეტების მიხედვითაც ბრეიგელმა დახატა თავისი უკვდავი ტილო “ზარმაცების ქვეყანა”,რომლითაც იგი ერთგვარად იმ დროინდელ საზოგადოებას დასცინოდა.სურათში ასახულია უტოპიური სიუჟეტი “აყვავებული ქვეყნისა”,სადაც შრომა არავის უწევს და ადამიანებიც უსაქმურობისაგან მიწაზე არიან გართხმული.სურათის ცენტრში გამოსახული ბორბალი,ერთგვარი ასოციაციაა “ფორტუნის ბორბლისა”,რომელიც კიდევ უფრო მძაფრ სიუჟეტს იძლევა ტილოზე,აღნიშნული სიუჟეტისათვის.დღესდღეობით პიტერ ბრეიგელის (უფროსი) მიერ შექმნილი შედევრი “ზარმაცების ქვეყანა”,დაცულია მიუნხენის სახვითი ხელოვნების გალერეა – “ძველ პინათოთეკაში”. (ავტორი გენია.ჯი)