“ქართული ენის” შესახებ წერდნენ…
“ქართული ენით ყველაფერი გამოითქმება,რაც დედამიწაზე შეიძლება გამოითქვას რაგინდარა ენით.აზრი არ მოიპოვება არც ერთ ენაზე,რუსეთის ან დასავლეთ ევროპისა,რომ არა თუ ქართველმა სავსებით ვერ გამოთქვას,არამედ მხატვრულ ყალიბში ვერ ჩამოასხას.ქართული ენა,განსაკუთრებით ცოცხალი ენა,მრავალხატოვნად გამოსახავს ყოველ აზრს და დაუმახინჯებლად და შეურყვნელად გადმოსცემს,ისე მდიდრულია ქართული ენა.შეიძლება ითქვას,შინაგანი თვისებით იგი მსოფლიოო ენაა”.
ნიკო მარი
***
“გამაოცა ქართული ენის დროთა და კილოთა სიუხვემ”.
გოტფრიდ ლაიბნიცი
***
“ქართული ენა მსოფლიოს მერვე საოცრებაა”.
დოდონა კიზირია (ქართველი მეცნიერი)
***
“ქართული ენა ყოველთვის ბედნიერებას მანიჭებს.ჩემთვის უდიდესი ბედნიერებაა სწორედ ის,რომ ორიგინალში ვკითხულობ ქართველ მწერლებს და ვთარგმნი მათ”.
ლუიჯი მარგაროტი (იტალიელი ქართველოლოგი)
***
“ქართული ენა მშვენიერი ენაა,ზუსტი და მოქნილი,ორიგინალური”.
რენე ლაფორი (ქართველოლოგი)
***
“გამოხატვის საშუალებებით ქართული ენა მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესია.ის არც სიტყვის მარაგით ჩამოუვარდება ყველაზე უფრო განვითარებულ ენებს’.
რიხარდ მეკელაინი (პროფესორი)
***
“ურარტუს ენის გაგება შეუძლებელია ქართულის გაუთვალისწინებლად”.
ფრანსუა ლერონმანი (სობრონის უნივერსიტეტის პროფესორი)
***
“საქართველო მზეთუნახავთა ორანჟერეა გახლავთ”.
იმანუელ კანტი