ჰაბდულა ტუკაი – “ღმერთო! მოსპე ქვეყნად ოქრო”
ღმერთო! მოსპე ქვეყნად ოქრო,ყველა სენზე უარესი!
დედამიწის დამღუპველი,სიკვდილზედაც უავესი.
უხმე ციურ ანგელოზებს,შეაჯერონ ზღვა და ხმელი,
ჯოჯოხეთში გადაყარონ,ეს ლითონი საძაგელი.
მიწის პირი მომივლია,მთა და ბარი დამილახავს,
და ოქროზე საშინელი არაფერი არ მინახავს.
თუ კაცია მისი მონა,ბრმა და გულით გაბზარული,
რა სიკეთეს დაინახავს! – ოქროთია დაფარული!
უშლის სინდისს,სამართალს და წმინდა რწმენის გახარებას -
თაყვანს სცემენ,როგორც თალმუდს,ყურანსა და სახარებას.