მაიკლ ფარადეის წერილი – ჰამფრი დეივის…

ერთ-ერთ უდიდეს ინგლიელ ქიმიკოსს,ფიზიკოსსა და გამომგონებელს - ჰამფრი დეივს (1778-1829 წლები),რომელიც ამავე დროს გახლდათ ინგლისის სამეფო ინსტიტუტის პროფესორი,ერთ-ერთი თავისი სტუდენტისაგან,კერძოდ მაიკლ ფარადეისაგან (1791-1867 წლები,რომელიც შემდგომ წლებში ერთ-ერთი უდიდესი ფიზიკო-ქიმიკოსი გახდა),მიუვიდა წერილი,რომელშიც ფარადეი სთხოვდა მას,სამეფო ინსტიტუტის ლაბორატორიაში მიეღო ასისტენტად,რადგან დიდი სურვილი გააჩნდა მასთან მუშაობისა. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული წერილი ჰამფრიმ ლაბორატორიაში ხმამაღლა წაიკითხა და მისსავე თანამშრომელს ჰკითხა:

“თქვენ როგორ ჰფიქრობთ,რა პასუხი უნდა გავცე ამ სტუდენტს?
რაზეც თანამშრომელმა მიუგო:
“იაყვანეთ ის და თავდაპირველად (დასაწყისისთვის) დაავალეთ კოლბებისა და სხვა ინსტრუმენტების გარეცხვა.თუ კი ის ამ წინადადებას დასთანხმდა,ამ შემთხვევაში მისგან მართლაც დიდ შედეგს მივიღებთ”.
აღნიშნულ წინადადებას მაიკლ ფარადეი დიდი სიამოვნებით დასთანხმდა და მართლაც აიყვანა იგი ჰამფრი დეივმა ასისტენტად.აღსანიშნავია,რომ არც შემცდარა,რადგან ჰამფრი დეივის საუკეთესო მოსწავლედ და აღმოჩენად სწორედ მაიკლ ფარადეი იქცა.ამასთანავე მან უდიდესი როლი ითამაშა,მაიკლ ფარადეის მსოფლიო მეცნიერების ასპარეზზე გასვლაში. (ავტორი გენია.ჯი)