ჯორჯ ბერნარდ შოუ – “ეპიზოდი”
გენიალური ირლანდიელი დრამატურგი და ნობელის პრემიის ლაურეატი -ჯორჯ ბერნარდ შოუ (1856-1950 წლები),ცხოვრების მეორე ნახევარში საცხოვრებლად ერთ-ერთ ყველზე მშვიდ და წყნარ სოფელში ეოიტ-სენტ-ლორენში (ინგლისი) გადავიდა.თუმცა მიუხედავად ამისა,მის მიმართ ჟურნალისტების ყურადღება არ განელებულა. (ავტორი გენია.ჯი) ერთ-ერთი ინტერვიუს დროს სტუმრად მყოფმა ჟურნალისტმა შოუს შეკითხვა დაუსვა,თუ რატომ და რა მიზნით გადაწყვიტა მან,ამ ყველასათვის უცნობ ადგილას დასახლება.შოუმ კითხვის დამსმელი ჟურნალისტი იქვე სახლთან ახლოს მდებარე სასაფლაოზე წაიყვანა და აჩვენა საფლავის ქვა,რომლის ეპიტაფიაც გახლდათ შემდეგი:
“ჯეინ ევერლი.დაიბადა 1815 წელს.გარდაიცვალა 1895 წელს.მისი ცხოვრება ხანმოკლე იყო”.
როდესაც ჟურნალისტმა აღნიშნული საფლავის ეპიტაფია წაიკითხა,ჯორჯ ბერნარდ შოუმ ჟურნალისტს მიუგო:
“თუ კი აქ მაცხოვრებელი ამ ქალბატონისათვის სიცოცხლე ხანმოკლე იყო 80 წლის ასაკში,ესე იგი გამოდის რომ აქ შესანიშნავი კლიმატი ყოფილა,რაც ჩემს ჯანმრთელობაზე ზედგამოჭრილია,აი ეს გახლავთ მიზეზი ჩემი აქ გადმოსახლებისაო”. (ავტორი გენია.ჯი)