“საოცარი ვუნდერკინდი” – კრისტიან ფრიდრიხ ჰაინეკენი
“ჩვილი ლუბეკიდან” - ასე მოიხსენიებდნენ,მართლაც საოცარ ვუნდერკინდს - კრისტიან ფრიდრიხ ჰაინეკენს (1721-1725 წლები),რომელიც გერმანული ქალაქიდან – ლუბეკიდან გახლდათ წარმოშობით.სამწუხაროდ ბავშვი ოთხი წლის ასაკში გარდაიცვალა,თუმცა მასზე მთელი გერმანია და არა მარტო გერმანია საუბრობდა.იგი გახლდათ საოცარი ნიჭის მქონე ბავშვი,რომელმაც ლაპარაკი ათი თვის ასაკში დაიწყო და იმეორებდა აბსოლუტურად ყველა სიტყვას,რასაც მას ეტყოდნენ. (ავტორი გენია.ჯი) ერთი წლის ასაკიდან მან შეისწავლა ბიბლია და ახსოვდა ყოველივე,რაც მასში ეწერა.ორი წლის ასაკში კი იცოდა ყველა ისტორიული ფაქტი,რაც კი ბიბლიაში იყო მოხსენიებული.გასაოცარი ფაქტია ისიც,რომ კრისტიანმა 3 წლის ასაკში შეისწავლა მსოფლიო ისტორია და გეოგრაფია,ამასთანავე შეისწავლა ლათინური და ფრანგული ენები,რომელ ენებზეც გაეცნო მსოფლიო ისტორიასა და გეოგრაფიას.ყოველივე ზემოთქმულთან ერთად ბავშვი დაინტერესებული გახლდათ მათემატიკითა და ბიოლოგიით.ოთხი წლის ასაკში დაიწყო სპეციალიზირება ეკლესიის ისტორიასა და რელიგიის შესახებ.პატარა გენიოსზე ალაპარაკდა მთელი ევროპა,მათ შორის დანიის მეფე ფრიდრიხ IV დანიელი,რომელმაც ბავშვის დანიაში (კოპენჰაგენში) მიწვევა გადაწყვიტა,რათა თავად დარწმუნებულიყო კრისტიანის შესაძლებლობებში.1724 წლის 9 სექტემბერს კრისტიანი აუდიენციაზე შევიდა ფრიდრიხ IV-თან და მისგან იგი მედლით დაჯილდოებული გამოვიდა,ამასთანავე მას მეფემ “მირაკულუმი” უწოდა.ცნობილი ფაქტია,რომ ბავშმა მეფესა და მაღალი წოდების წარმომადგენლებს ჩააუტარა ლექცია ისტორიის შესახებ,რითაც აღტაცებაში მოიყვანა დამსწრე პუბლიკა.აღსანიშნავია,ის გარემოებაც,რომ ლექციის შემდეგ სამი წლის კრისტიანი მიოწვეულ იქნა მეფესთან სადილზე,თუმცა ბავშმა უარი განაცხადა იმ მოტივით,რომ ის “ფაფის” გარდა სხვა საკვებს არ მიირთმევდა.მიუხედავად ბავშვის გენიალური აზროვნებისა,იგი ფიზიკურად საკმაოდ სუსტი იყო,იტანჯებოდა უძილობით,რამაც მისი კვების მხრივაც პრობლემები წარმოქმნა. (ავტორი გენია.ჯი) 1725 წლიდან ბავშვის მდგომარეობა ჯანმრთელობის მხრივ კიდევ უფრო დამძიმდა,ამავე წლის 27 ივნისს,ოთხი წლის ასაკში – კრისტიან ფრიდრიხ ჰაინეკენი გარდაიცვალა.სიკვდილის წინ კი მხოლოდ ეს სიტყვები წარმოსთქვა: “უფალო ჩემო იესო ქრისტე,მიიღე სული ჩემი”…