რომელ ალკოჰოლურ სასმელს სვამდნენ ისტორიული პირები?
“ალკოჰოლი” - ყველა ადამიანისათვის “ნაცნობი” და ბევრისთვის “მეგობარი” სითხეა.მისი დამზადება ისტორიის უხსოვარი დროიდან იღებს სათავეს.მას არა მარტო “უბრალო-მოკვდავი” ადამიანები,არამედ მსოფლიოს ისეთი გავლენიანი ადამიანებიც ფართოდ მოიხმარდნენ,რომლებსაც კაცობრიობის ისტორიაში თავისი კვალი ავად თუ კარგად დაუტოვებიათ.პოსტში შემოგთავაზებთ იმ ცნობილი პიროვნებების ნუსხას,რომლებიც მიირთმევდნენ ალკოჰოლურ სასმელებს,თუმცა რაღა თქმა უნდა ყველას თავისებური გემოვნება გააჩნდა და შესაბამისად სხვადასხვა ალკოჰოლურ სასმელს ანიჭებდნენ უპირატესობას:
1. საფრანგეთის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი კარდინალი – არმან ჟან დიუ პლესი რიშელიე (1585-1642 წლები),ღვინის მოყვარული გახლდათ და განსაკუთრებით დიდ უპირატესობას ფრანგულ ღვინოებს ანიჭებდა,ძირითადად “ბორდოს ღვინოს”. (ავტორი გენია.ჯი)
2. მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ფრანგი მხედართმთავარი და საფრანგეთის იმპერატორი – ნაპოლეონ ბონაპარტი (1769-1821 წლები),უპირატესობას კონიაკს ანიჭებდა და მის ერთ-ერთ უსაყვარლეს სასმელად “კურვუაზიე” მიიჩნეოდა.1811 წელს იგი ამ კომპანიის საწყობსაც კი ეახლა,რომელიც პარიზში იყო განთავსებული.ამ ამბის შემდეგ აღნიშნული კომპანია დომონანტი შეიქნა საიმპერატორო სასახლის “კონიაკით” მომარაგების მხრივაც.სწორედ ნაპოლეონის საპატივცემულოდ შექმნა აღნიშნულმა კომპანიამ,საუკეთესო კონიაკი “Courvoizier Napoleon”,რომელიც დღესდღეობითაც ერთ-ერთ საუკეთესო კონიაკად მიიჩნევა.
3. ჩინური კომუნიზმის ფუძემდებელი და ქვეყნის ხელმძღვანელი - მაო ძედუნი (1893-1976 წლები),უპირატესობას 58 გრადუსის მქონე ბრინჯის არაყს “მაოტაის” ანიჭებდა.აღნიშნულ სასმელი არა მარტო მაო ძედუნისათვის,არამედ მთელი ჩინეთის პოლიტელიტისათვის საყვარელ ალკოჰოლურ სასმელსა წარმოადგენდა,მაგალითად: დენ სიაოპინისათვის,ჩჟოუ ენლაემისათვის და სხვებისთვის.აღსანიშნავია,რომ აღნიშნული სასმელი მაომ დიპლომატებთან შეხვედრის პროტოკოლურ სასმელადაც კი აქცია ჩინეთში.
4. ერთ-ერთი უდიდესი გერმანელი მწერალი და მოაზროვნე - იოჰან ვოლფგანგ გოეთე (1749-1832 წლები),უპირატესობას ბავარიიდან ჩამოტანილ ფრანკულ ღვინოს ანიჭებდა და ყოველ წელიწადს ამ ღვინის 900 ლიტრს უკვეთავდა.
5. დიდი ფრანგი მხატვარ-პოსტიმპრესიონისტი - ანრი დე ტულუზ-ლოტრეკი (1864-1901 წლები),უპირატესობას კოქტეილს ანიჭებდა და თავადაც საკმაოდ კარგად ამზადებდა მას,იგი კოქტეილის შესახებ წერდა: “თუ გსურს კარგად შეაფასო სურათი,აუცილებელია მანამდე მიირთვა კარგი კოქტეილი”. (ავტორი გენია.ჯი)
6. უდიდესი გერმანელი მწერალი – ერიხ მარია რემარკი (1898-1970 წლები),უპირატესობას ანიჭებდა ნორმანდიულ,ვაშლისაგან დამზადებულ ღვინოს “კალვადოსს”.
7. დიდი ამერიკელი მწერალი - ერნესტ მილერ ჰემინგუეი (1899-1961 წლები),უპირატესობას “დაიკირის” უშაქრო ალკოჰოლურ კოქტეილს ანიჭებდა,რომელსაც ხშირად მიირთმევდა კუბაზე ყოფნის პერიოდში.
P.S. ცნობილი ფაქტია,რომ ბევრი გამოჩენილი ადამიანი იტანჯებოდა “ალკოჰოლიზმით,მათ შორის იყვნენ: ფრენსის ფიცჯერალდი,ედგარ ალან პო,სინკლერ ლუისი,უილიამ ფოლკნერი,დოროთი პარკერი და სხვები. (ავტორი გენია.ჯი)