ტორიბიო დე ბენავანტე – “მოტოლინია”
ტორიბიო დე ბენავანტე - დაიბადა XV საუკუნის მიწურულს ბენავანტეში (ქალაქი და მუნიციპალიტეტი ესპანეთში).იგი გახლდათ ფრანცისკანელი ბერი,მისიონერი და იმ 12 სასულიერო პირიდან ერთ-ერთი,რომლებიც 1523 წელს წარგზავნილ იქნენ “ახალ ესპანეთში” (ესპანური კოლონია, ჩრდილოეთ ამერიკაში 1535-1821 წლებში).მისი ზედსახელი “მოტოლინია” მომდინარეობს ინდიელთაგან,რომლებაც ნახეს რა ფრანცისკანელი ბერის სამოსში იგი,მას უწოდეს ნაუტლის ენაზე “მოტოლინია”,რაც თარგმანით “ღარიბს,უქონელს” ნიშნავს. (ავტორი გენია.ჯი) ფრანცისკანელთა ორდენში ჯერ კიდევ ახალგაზრდულ ასაკში გაერთიანდა და საკუთარი გვარი პარედესი გადაიკეთა მშობლიური ქალაქის “ბენავანტეს” სახელწოდებით.1523 წლეს აიჩიეს იმ თორმეტ სასულიერო პირთა შორის,რომლებიც უნდა გამგზავრებულიყვნენ მექსიკაში.მათ იქ ჩასვლას მიესალმა ცნობილი კონკისკადორი – ერნან კორტესი,რომელსაც იგი ჰონდურასში თან ახლდა.მექსიკაში დაბრუნების შემდგომ სათავეში ჩაუდგა “წმინდა ფრანცისკის” მონასტერს და ამ ქვეყანაში მან იცხოვრა 1524 წლიდან – 1527 წლებში.1527 წლიდან – 1529 წლების პერიოდში იგი ცხოვრობდა გვატემალასა და ნიკარაგუაში,სადაც ხელმძღვანელობდა ახალ მისიებს.მექსიკაში დაბრუნების შემდეგ იცხოვრა მონასტერში და დიდი დახმარება გაუწია ინდიელებს ნუნო დე გუსმანის წინააღმდეგ ბრძოლისას.1530 წელს იგი მონაწილეობდა მექსიკის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქის პუებლას დაარსებაში,ხოლო მოგვიანებით შეასრულა მისია ოკატანასა და ტეუანტეპეკის რეგიონებში.მიუხედავად იმისა,რომ იგი ინდიელებს ეხმარებოდა გუსმანის წინააღმდეგ ბრძოლაში,მაინც არ იზიარებდა დომინიკელი ბართოლომეო დე ლას კასასას მოსაზრებას,იმის თაობაზე,რომ ინდიელთა დაპყრობა ეწინააღმდეგებოდა ქრისტიანულ მორალს და ეს მოვლენა დანაშაულიც კი გახლდათ მისი შეხედულებით.ტორიბიოს აზრით ღმერთი დაიცავდა ინდიელებს,მაშინ როდესაც ისინი ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე მოექცეოდნენ და ამიტომაც იყო იგი სხვადსხვა მისიების მომხრე,რომელსაც აღასრულებდა კიდეც. (ავტორი გენია.ჯი) 1555 წელს მან მიწერა ყველასათვის ცნობილი წერილი საღვთო რომის იმპერატორს – კარლ V ჰაბსბურგს (1500-1558 წლები),რომელშიც დომინიკელ ბართოლომეო დე ლას კასას უარყოფითი კონტექსტით მოიხსენიებს.მიუხედავად მისი უარყოფითი დამოკიდებულებისა ბართოლომეოსთან,მან უდიდესი წვლილი შეიტანა მექსიკასა და სხვა ჩრდილო ამერიკულ ქვეყნებში ქრისტიანობის გავრცელების კუთხით და მან ინდიელებთა საბოლოო ჯამში 45 წელიწადი იცხოვრა.1568 წლის 10 აგვისტოს ტორიბიო დე ბენავანტე,იგივე “მოტოლინია” გარდაიცვალა მეხიკოში. (ავტორი გენია.ჯი)