“ყვავილოვანი მეომრები”
“ყვავილოვანი მეომრები” - წარმოადგენდნენ სპეციალურ სარიტუალო მეომრებს,რომლებიც გავრცელებული იყვნენ სხვადასხვა ქალაქ-სახელმწიფოებში მესოამერიკისა,კერძოდ – აცტეკებისა და მაიას ცივილიზაციებში.მათი ფუნქცია გახლდათ ტყვეების აყვანა და მათი სამსხვერპლო შეწირვა ღმერთებისათვის – “ნეკსტლაუალის რიტუალის” მეშვეობით. (ავტორი გენია.ჯი) მათი რელიგიური შეხედულებების მიხედვით,ადამიანის სისხლი და გული (სული და გული – სული და სისხლი),აუცილებელი გახლდათ,იმისათვის,რომ მზეს თავისი გზა გაეგრძელებინა (ენათებინა) და მთვარე დედამიწაზე არ ჩამოვარდნილიყო. (ავტორი გენია.ჯი) “ყვავილოვანი მეომრები” ძირითადად ტყვეებს იყვანდნენ პუებლოს დაბლობებში (ტლასკალა,ჰუეკსოცინკო,ჩოლუასა და სხვა ქალაქებში).ზოგიერთი წყაროს ცნობით აღნიშნული მოვლენა მათ ყოველ ოც დღეში ერთხელ უნდა განეხორციელებინათ და არის თეზისები იმის შესახებაც,რომ სამთა კავშირი (ტენოჩტიტლანი,ტლაკოპანი და ტესკოკო),ერთმანეთში რიგ-რიგობით სპეციალურ ბრძოლებს აწყობდნენ,ერთსა და იმავე ადგილას,რათა დამარცხებული მეომრები მსხვერპლად შეეწირათ ღმერთებისათვის.ლეგენდის თანახმად ასეთი მეომრების ჩამოყალიბება მიეწერება აცტეკთა უმაღლესი ხელისუფლის მონტესუმა I-ის (1390-1469 წლები),ძმას – ტლაკაეტელს (1397-1487 წლები).ისტორიკოსთა აზრით,თეორიები ასეთი ბრძოლების დაწყებისა გამომდინარეობდა სამი შემთხვევისაგან,ესენი გახლდათ: რელიგიური მოტივი (რომლითაც რეგულარულად შემოედინებოდა მსხვერპლად შესაწირი ადამიანები).მეორე მოტივი გახლდათ აღნიშნული მეომრებისა და სხვა მებრძოლების ფორმაში ყოფნა (წვრთნა) და მესამე მოტივი გახლდათ სარიტუალო კანიბალიზმი,რომელიც აცტეკებში და მაიას სხვადასხვა ხალხებში ფართოდ იყო გავრცელებული.ისტორიკოსი მიშელ გროლიში აღნიშნული ბრძოლების უმთავრეს მოტივად პირველ ვარიანტს მიიჩნევდა,ისევე როგორც მუნოსა კამარგო.”ყვავილოვანი მეომრები” თავზარს სცემდნენ,სხვა ტომებს,რომლებიც ზემოთ ჩამოთვლილ რეგიონებში ცხოვრობდნენ.გარდა იმისა,რომ აღნიშნული მეომრები სარიტუალო დანიშნულებისათვის გამოიყენებოდა,ისინი სხვადასხვა ქვეყნებთან ბრძოლებშიც წინა ხაზზე იდგნენ,თუმცა მათი უმთავარესი ფუნქცია მაინც სარიტუალო მსხვერპლთშეწირვას ემსახურებოდა და ასევე შევიდნენ ისტორიაში. (ავტორი გენია.ჯი)