ლუციუს იუნიუს მოდერატიუს კოლუმელა
ლუციუს იუნიუს მოდერატიუს კოლუმელა - დაიბადა ახ.წ.აღ-ით 4 წელს კადისში (ბეტიკას ძველრომაული პროვინცია,თანამედროვე ესპანეთის ტერიტორია).იგი გახლდათ ერთ-ერთი გამოჩენილი ძველრომაელი მწერალი,რომელმაც სახელი გაითქვა “სოფლის მეურნეობის” თემებზე დაწერილი ნაშრომების შედეგად.ახალგაზრდობაში სამხედრო სამსახურში იყო,რა დროსაც 35 წელს “ტრიბუნის” თანამდებობაც კი ეკავა რომაულ ჯარში,სირიაში ყოფნის პერიოდში.სამშობლოში დაბრუნების შემდგომ ჯარიდან ბრუნდება და ფართოდ კავდება სოფლის მეურნეობით.ამავე პერიოდში იწყებს ლიტერატურულ მოღვაწეობას და მალევე წერს (42 წელს) ტრაქტატს “სოფლის მეურნეობის შესახებ”. (ავტორი გენია.ჯი) ამ ტრაქტატში იგი წერს საკუთარი,პრაქტიკული გამოცდილების,მისივე ბიძის მარკუს კოლუმელასა და სხვა ავტორთა ნაშრომების მიხედვით,წარმატებული სოფლის მეურნეობის და ამ მეურნეობის ძირითადი პრინციპების შესახებ. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული ტრაქტატი თორმეტი წიგნისაგან შედგებოდა,რომლებიც დაწერილი იყო მარტივი და გასაგები ენით,პროზის სტილში.აღნიშნულ ტრაქტატში განხილულია ღვინის დამზადების სხვადასხვა მეთოდები,ზეთის გამოყვანის მეთოდები და სხვა აუცილებელი საშუალებები სოფლის მეურნეობის თემებისა.ლუციუსის მეორე ტრაქტატსი “ხეების შესახებ”,მოყვანილია სხვადასხვა მცენარეების შესახებ ინფორმაციები,რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია ბუნების მოყვარულებში.აღსანიშნავია,რომ ორივე ნაშრომი ლუციუსისა სრულყოფილად იქნა მოღწეული დღევანდელობამდე და თარგმნილ იქნა გერმანულ,ფრანგულ,ინგლისურ და სხვა უცხო ენებზე.ლუციუს იუნიუს მოდერატიუს კოლუმელა გარდაიცვალა 70 წელს კადისში. (ავტორი გენია.ჯი)