“ფეისალის მეჩეთი” – (ყველაზე დიდი მეჩეთი მსოფლიოში)
“ფეისალის მეჩეთი” - ინგლისურ ენაზე “Faisal Mosque”,წარმოადგენს მსოფლიოში ყველაზე დიდ მარმარილოსაგან აგებულ მეჩეთს,რომლის მშენებლობა დაიწყო 1976 წელს და დასრულდა 1986 წელს,პაკისტანის ეროვნული სამშენებლო კომპანიის მიერ,საუდის არაბეთის მეფის დაფინანსებით. (ავტორი გენია.ჯი)იგი განთავსებულია პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის დედაქალაქ ისლამაბადში.მისი აგების ინიციატივა მომდინარეობს საუდის არაბეთის ყოფილი მეფის ფეისალ იბნ აბდულ-აზიზიზ ას-საუდისაგან,რომელმაც პაკისტანში ვიზიტისას (1966 წელი) გამოხატა სურვილი დაფინანსებისა,პაკისტანში აგებულიყო მსოფლიოში ყველაზე დიდი მეჩეთი.მისი ვიზიტის დასრულების შემდგომ,1969 წელს გამოცხადდა კონკურსი,სადაც მონაწილეობა მიიღო 17 ქვეყნის წარმომადგენელმა არქიტექტორებმა.4 დღიანი განხილვების შედეგად,კომისიის მიერ არჩეულ იქნა თურქი არქიტექტორის – ვედათ დალოტაიას პროექტი.1976 წელს დაიწყო მეჩეთის აგება,რომლის მშენებლობაც საბოლოო ჯამში 120 მილიონი ამერიკული დოლარი დაჯდა (დღევანდელი კურსით).აღნიშნული თანხა კი საუდის არაბეთის მეფემ გაიღო,რომელიც მშენებლობის დაწყების წინ იქნა მოკლული,თავისსავე ქვეყანაში.მისი მკვლელობის მიუხედავად მშენებლობა მაინც დაიწყო.მეჩეთსა და მასთან მისასვლელ გზას კი ფეისალ იბნ-აბდულ აზიზ ას-საუდის სახელი უწოდეს.მეჩეთის საერთო ფართობი 5000 კვადრატულ მეტრს მოიცავს და შეუძლია ერთად მიიღოს 300 000 მორწმუნე მუსლიმანი.მეჩეთის სიახლოვეს მდებარეობს პაკისტანის ყოფილი პრეზიდენტისა და გენერლის – მუჰამედ ზია-ულ-ჰაკას მავზოლეუმი.დღესდღეობით “ფეისალის მეჩეთი” პაკისტანის ეროვნული მეჩეთის სატატუსის მატარებელია და იგი მსოფლიოს ყველაზე დიდ მეჩეთსაც წარმოადგენს. (ავტორი გენია.ჯი)