“ჩა ძინი” – (ჩაის კანონი)
“ჩა ძინი” - ინგლისურ ენაზე “The Classic of Tea”,წარმოადგენს ისტორიაში პირველ ტრაქტატს,დაწერილს ჩაის,მისი დამზადებისა და დალევის კულტურის შესახებ. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული,უნიკალური ტრაქტატი შექმნილ იქნა ჩინეთში ტანის დინასტიის მმართველობის ეპოქაში,”ჩაის ბრძენის” სახელით ცნობილი,ბუდისტი ბერის – ლუ იუის მიერ,ახ.წ.აღ-ით 733-804 წლებში.იუიმ ჩაის დალევის კულტურა ხელოვნების დონეზე ასახა თავის მიერ დაწერილ წიგნში და იგი ამ შესანიშნავ სასმელს ჰარმონიისა და სამყაროს ერთიანობის სიმბოლოდ სახავდა.მასში მოყვანილია: ჩაის წარმომავლობა (ისტორია),მისი დასამზადებელი და დასალევი ინსტრუმენტები,წარმოება,გავრცელების არეალი,დამატებითი რეკომენდაციები,დალევის წესი,მომზადების სტილი და სხვა უამრავი საინტერესო ინფორმაცია,ჩაის კულტურის მოყვარულებისათვის.(ავტორი გენია.ჯი) ლუ იუის მოღვაწეობის პერიოდი “ჩინეთის კულტურის ოქროს ხანად” არის ცნობილი.მას ჩინელები დღემდე მიიჩნევენ ჩაის კულტურის ერთ-ერთ მფარველად და გამავრცელებლად ჩინეთში.სწორედ ამ მიზეზთა გამო მრავალ ჩინურ საჩაიეში,მისი გამოსახულებიანი ფიგურებია წარმოდგენილი.წიგნი შედგება სამი გრაგნილისაგან,რომელიც თავის მხრივ 10 თავისაგან არის წარმოდგენილი,სადაც ავტორი გვაძლევს რეკომენდაციებს,რომ სისტემატურად მივირთვათ – ჩაი,რომელიც დიდ სამსახურს უწევს ადამიანს,მისი როგორც ფიზიკური ჯანმრთელობისათვის,ასევე გონებრივი შესაძლებლობების გაუმჯობესებისათვის. (ავტორი გენია.ჯი)
“ჩაის კანონის” ავტორი – ლუ იუი