ზიგმუნდ ფროიდის მოგონებებიდან…
“ჩემი მეგობრული მიჯაჭვულობები და მტრული დამოკიდებულება თანამედროვეთა მიმართ სათავეს იღებდა ჩემს ბავშვურ ურთიერთობებში ძმისშვილთან,რომელიც ერთი წლით იყო ჩემზე დიდი.(ავტორი გენია.ჯი) ის მეუფროსებოდა და მე სწრაფად ვისწავლე თავის დაცვა.ჩვენ განუყრელი მეგობრები ვიყავით და, იმავე დროს,უფროსების თქმით,ზოგჯერ ვჩხუბობდით… ყველა ჩემი მეგობარი,გარკვეული აზრით,ამ პირველი ხატების რეინკარნაციაა… ჩემი ემოციური ცხოვრება ყოველთვის მოითხოვდა ჩემგან,მყოლოდა ახლო მეგობარი და დაუძინებელი მტერი.მე ყოველთვის შემეძლო,უზრუნველმეყო საკუთარი თავი ერთითაც და მეორითაც, და ხშირად ბავშვობის იდეალური სიტუაცია ისეთი სისრულით აღდგებოდა,რომ მეგობარიცა და მტერიც ერთი და იმავე ადამიანის სახით აღმომაჩნდებოდა ხოლმე”.