“ჩუტარუმი” – (დედამიწის ყველაზე დაბინძურებული მდინარე)
“ჩუტარუმი” - წარმოადგენს მსოფლიოში ყველაზე დაბინძურებულ მდინარეს,რომელიც მიედინება პროვინცია დასავლეთ იავაში (ინდონეზია).იგი გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე დიდი შენაკადი,რომელიც კვებავს საგულინგის ტბას,რომელზეც თავის მხრივ განთავსებულია დასავლეთ იავის უდიდესი “ჰესი”.თუმცა როგორც სპეციალისტები ვარაუდობენ,თუკი მდინარე არ გაიწმინდება,მალე ჰესის ფუნქციონირებას,სწორედ მდინარე ჩიტარუმიდან ჩადენილი ნაგავი შეაფერხებს.მდინარის საერთო სიგრძე 300 კილომეტრია.მიუხედავად იმისა,რომ იგი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სარწყავ სისტემას წარმოადგენს ადგილობრივი მოსახლეობისათვის,მასზე მზრუნველობას მაინც არავინ იჩენს და დღემდე მუდმივად ივსება ნაგვითა და ფეკალური მასებით.აღსანიშნავია ის გარემოებაც,რომ ჩიტარუმი მიედინება ინდონეზიის დედაქალაქსა და ქვეყნის ყველაზე დიდ მეგაპოლისში ჯაკარტაში,რომელიც ყოველგვარი სათავეა მდინარის დაბინძურებისა.ქვეყანაში 1980-იან წლების ინდუსტრიალიზაციამ”,თავისთავად გამოიწვია ფაბრიკა-ქარხნების მშენებლობების ბუმი,თუმცა მათი ნარჩენების უმეტესობის “მსხვერპლი”,სწორედ მდინარე ჩუტარუმი გახდა.(ავტორი გენია.ჯი) ფაქტიურად მდინარე “ჩიტარუმი” ერთ დიდ ნაგავსაყრელს დაამსგავსეს,რომელიც სავსეა ათასგვარი სიბინძურით.რეალური ფაქტია,რომ აღნიშნული მდინარე ერთ დროს ყველაზე სუფთა და ლამაზ მდინარედაც მიიჩნეოდა კუნძულზე და მას ადგილობრივები სასმელ წყლადაც კი მოიხმარდა,თუმცა დღეს იმდენად იქნა ადამიანის მიერ დაბინძურებული,რომ არ შეიცავს აღარანაირ ფლორასა და ფაუნას.შესაბამისად ადამიანებისვე დაუდევრობითვე იგი იქცა “ეკოლოგიური კატასტროფის ზონად”.როგორც ამბობენ,ასაკოვან ადამიანებსაც კი აღარ ახსოვთ,მდინარეში ბოლოს როდის იჭერდნენ თევზს.მიუხედავად იმისა,რომ 2008 წლის 5 დეკემბერს,აზიის განვითარების ბანკმა 500 მილიონი დოლარი გამოყო მდინარის გასუფთავებისათვის,იგი დღემდე მაინც რჩება მსოფლიოს ყველაზე დაბინძურებულ მდინარედ. (ავტორი გენია.ჯი)