“ვალსროდეს ფრინველთა პარკი”
“ვალსროდეს ფრინველთა პარკი” - გერმანულ ენაზე “Weltvogelpark Walsrode”,წარმოადგენს ევროპისა და მსოფლიოს ერთ-ერთ უდიდეს და ულამაზესს ფრინველთა პარკს,რომელიც მდებარეობს გერმანიის ქალაქ ვალსროდეში (ქვემო საქსონიაში),ქალაქების ჰამბურგისა და ჰანოვერს შორის გზაზე.იგი დაარსებულ იქნა 1962 წელს,ცნობილი გერმანელი ბიზნესმენისა და ბუნების მოყვარულის – ფრიც გეშკეს მიერ.პარკის სრული ფართობი 240 00 კვადრატულ მეტრს მოიცავს და მასში განთავსებულია 675 უნიკალური სახეობის 4500 ფრინველი,მსოფლიოს ყველა კონტინენტიდან.(ავტორი გენია.ჯი) გარდა იმისა,რომ აღნიშნულ პარკში ულამაზესი ფრინველების სახეობებია წარმოდგენილი,მასში ასევე წარმოდგენილია ფლორის ულამაზესი სახეობები (მათ შორის ეგზოტიკური) და იგი ერთგვარი ბოტანიკური ბაღის ფუნქციასაც ასრულებს.მასში სულ ასეულობით სახეობის 3 მილიონამდე დეკორატიული ყვავილია ხელოვნურად მოშენებული.სწორედ ამიტომ “ვალსროდე” ერთგვარი სინთეზია ბოტანიკური ბაღისა და ულამაზესი ფრინველთა პარკისა.დღესდღეობით – “ვალსროდეს ფრინველთა პარკი” ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და ავტორიტეტულ პარკადაა მიჩნეული მსოფლიოში და გარდა ამისა ყველაზე მდიდარ ორნიტოლოგიურ პარკსაც წარმოადგენს.პარკის 50 წლის იუბილე გრანდიოზულად იქნა აღნიშნული გასულ,2012 წელს.”ვალსროდეს ფრინველთა პარკი” მუშაობს ყოველდღიურად,შესვენების გარეშე,წლის ნებისმიერ დროს და მასში მოხვედრა ჩემი მოკრძალებული მოსაზრებით,ნებისმიერი ბუნების მოყვარულისათვის ერთი დიდი ესთეტიკური სიამოვნება იქნებოდა.ზემოთ მოყვანილი მიზეზების გამოა “ვალსროდეს ფრინველთა პარკი” რეგიონის ერთ-ერთ უმთვარეს ღირშესანიშნაობას წარმოადგენს და მნახველიც მას არასოდეს აკლია მას. (ავტორი გენია.ჯი)