“ლაუდას კოდექსი”
“ლაუდას კოდექსი” - ლათინურად: “Codex Laudianus”,გახლავთ ერთ-ერთი უძველესი ხელნაწერი “ახალი აღთქმისა”,დაწერილი ბერძნულ და ლათინურ ენებზე,რომელიც თარიღდება VI საუკუნის შუა ნახევრის პერიოდით.იგი დაწერილ იქნა 227 პერგამენტის ფურცლებზე.თითოეული პერგამენტის ფურცლის ზომა კი გახლავთ 27 სანტიმეტრი – 22 სანტიმეტრზე.ასოები პერგამენტის ფურცლებზე დატანილია ორ სვეტათ,სადაც მარჯვენა მხარეს წერია ლათინურ ენაზე,ხოლო მარცხენა მხარეს ბერძნულ ენაზე.ხელნაწერი შეიცავს ასევე ტექსტებს წმინდა მოციქულთა მოღვაწეობის შესახებ,რომელიც პალეოგრაფიული ხელნაწერი გახლავთ და თარიღდება VI საუკუნის ბოლოსა და VII საუკუნის დასაწყისის პერიოდებით. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული კოდექსი თანხვედრაში მოდის და ძლიერ ჩამოჰგავს V საუკუნეში დაწერილ – “ახალი აღთქმის” – “ბეზის კოდექსს”,რომელიც ასევე დაწერილ იქნა ლათინურ და ბერძნულ ენებზე,როგორც “ლაუდას კოდექსი”.ისტორიაში პირველი ევროპული სამხედრო კონფლიქტის დროს,რომელსაც მოიხსენიებენ,როგორც “ოცდაათწლიანი ომი” (1618-1648 წლები),აღნიშნული ხელნაწერი აღმოჩნდა არქიეპისკოპოს – ლაუდას ხელში,საიდანაც წარმოსდგა მისი სახელწოდებაც “ლაუდას კოდექსი”.დღესდღეობით ერთ-ერთი უძველესი ხელნაწერი “ახალი აღთქმისა” დაცულია ინგლისის ქალაქ ოქსფორდის ბოდლეის ბიბლიოთეკაში და კვალიფიცირდება,როგორც ალანდას მე-II კატეგორია. (ავტორი გენია.ჯი)