ალბერტ აინშტაინი – ჰენდრიკ ანტონ ლორენცის შესახებ…
ერთ-ერთი უდიდესი ნიდერლანდელი ფიზიკოსის - ჰენდრიკ ანტონ ლორენცის (1853-1928 წლები),გარდაცვალებიდან მეოთხედი საუკუნის შემდეგ 1953 წელს გენიალურმა ფიზიკოსმა ალბერტ აინშტაინმა მის შესახებ განაცხადა:
“…ყველაფერი,რაც ამ უდიდესი ადამიანისგან მოდიოდა,ხელოვნების კარგი ნაწარმოებივით ნათელი და მშვენიერი იყო… ჩვენ,მასზე უფრო ახალგაზრდებს,ჰენდრიკ ანტონ ლორენცი რომ მხოლოდ როგორც მანათობელი გონება გვცნობოდა,მისით ჩვენი აღფრთოვანება და მის მიმართ ჩვენი თაყვანისცემა ამ შემთხვევაშიც განუმეორებელი იქნებოდა.მაგრამ რასაც მე ლორენცთან დაკავშირებით განვიცდი,როცა მასზე ვფიქრობ,ამით ნამდვილად არ ამოიწურება.იგი ჩემთვის პიროვნულად ყველა იმ ადამიანზე მეტი იყო,ვისაც ცხოვრებასი შევხვედრივარ…თანამედროვეთა შორის უდიდესი და ყკეთილშობილესი პიროვნება იყო,რომელმაც თავისი ცხოვრების უმცირესი დეტალებიც კი ისე დახვეწა,როგორც – ხელოვნების ძვირფასი ნაწარმოები”. (ავტორი გენია.ჯი)