“ვენერა მილოსელი” – (ეპიზოდი)
მე-XIX საუკუნის დასასრულს,სან-ფრანცისკოში გამომავალ ერთ-ერთ ამერიკულ გაზეთში,მოყვანილი გახლდათ მეტად საინტერესო ფაქტი,რომელიც ეხებოდა მსოფლიო ხელოვნებაში ერთ-ერთ ყველაზე სახელგანთქმულ “ქალური სილამაზის ეტალონის” ძველბერძნულ ქანდაკებას: “ვენერა მილოსელს”,შექმნილს ძვ.წ.აღ-ით 130-100 წლებში.კერძოდ: სან-ფრანცისკოელმა ხელოვნების ნიმუშების მოყვარულმა,ერთ-ერთ კომპანიას შეუკვეთა ზუსტი ასლი “ვენერა მილოსელისა”.მართლაც რამდენიმე კვირაში,შემკვეთმა მიიღო აღნიშნული ქანდაკების ზუსტი ასლი. (ავტორი გენია.ჯი) როდესაც,შეფუთვა გახსნეს,რომელშიც გახვეული გახლდათ”ვენერა მილოსელის ” ქანდაკება,მას არცერთი ხელი არ ჰქონდა,რამაც შემკვეთი განარისხა და თანხის უკან დაბრუნება მოითხოვა,რაც კომპანიამ არ დააკმაყოფილა,იმ მიზეზით,რომ იგი ზუსტი ასლი გახლდათ მის მიერ შეკვეთილი ქანდაკებისა.ამის შემდეგ შემკვეთმა კომპანიის წინააღმდეგ საქმე სასამართლოში შეიტანა.კომპანიამ თავი სასამართლოში იმით იმართლა,რომ ქანდაკების ასლი რეალობაში ზუსტად ასახავდა “ვენერა მილოსელის” ასლს (მართლაც აღნიშნულ ქანდაკებას არც ერთი ხელი არა აქვს),თუმცა სასამართლომ არ გაითვალისწინა კომპანიის არგუმენტები და დააკმაყოფილა შემკვეთის ინტერესები,რის შედეგადაც შემსრულებელს დააკისრა ჯარიმა “დაზიანებული ქანდაკებისათვის”,რითიც შემკვეთი ფრიად კმაყოფილი დარჩა. (ავტორი გენია.ჯი)