ნოვაციანის ბიოგრაფიიდან…
ნოვაციანი (200-258 წლები) გახლდათ რომის პაპი 251-258 წლებში და მისი სახელი მოხსენიებულია,როგორც “ანტიპაპა” (რიგით მეორე ანტიპაპა კათოლიკური ეკლესიისა).სანამ იგი რომის პაპი გახდებოდა,იყო ღვთისმეტყველი და საკმაოდ კარგი განათლების მქონე რომაელი პიროვნება.მისი “ანტიპაპად” მოხსენიების უმთავრესი მოტივი გახლდათ ის,რომ მან მოუწოდა კათოლიკურ ეკლესიებს გაეძევებინათ ყველა “ცოდვილი” ტაძრებიდან და საერთოდ ყველა ქრისტიანული საზოგადოებიდან,აღნიშნული ფაქტი რაღა თქმა უნდა ქრისტიანული სარწმუნოების უმთავრესი დოგმატის – “ცოდვილთა მონანიებით და აღსარების გზით განწმენდის”,უმთავრესი დარღვევა გახლდათ,რის გამოც ამ მოვლენას “ნოვატიანიზმი” უწოდეს. (ავტორი გენია.ჯი) აღნიშნული ფაქტის გამო იგი განკვეთილ იქნა ეკლესიისაგან რომის ეპისკოპოსის და მისი უმთავრესი მოწინააღმდეგის – კორნელიუსის მიერ.მოგვიანებით ნოვაციანმა დააფუძნა ქრისტიანულ-რელიგიური საზოგადოება,რომლის წევრებსაც მოიხსენიებდნენ,როგორც – კატარები,თარგმანით აღნიშნავდა: “წმინდებს,სუფთებს,ხალასებს”. (ავტორი გენია.ჯი) ამ ორგანიზაციაში კი მასსავით მოაზროვნე ადამიანები შემოიკრიბა.ნოვაციანი გარდაიცვალა 258 წელს.მის მიერ დაარსებულმა საზოგადოებამ კი იარსება მე-VII საუკუნემდე,თუმცა მოგვიანებით (შუა საუკუნეებში) ჩრდილოეთ იტალიასა და სამხრეთ საფრანგეთში ნოვაციანის იდეების მიმდევრები კვლავაც გამოჩნდნენ.იგი ავტორი გახლდათ მრავალი ტრაქტატისა,რომელთაგანაც ყველაზე დიდი ინტერესს იწვევდა ტრაქტატები დაწერილი: ეთიკურ,რელიგიურ და ფილოსოფიურ საკითხებზე. (ავტორი გენია.ჯი)