ბერნარდ ფონ ბიულოვი “გერმანიის შესახებ”

გერმანიის სახელმწიფო მოხელე,სახელმწიფო რაიხსკანცლერი და პრუსიის მინისტრ-პრეზიდენტი - ბერნარდ ფონ ბიულოვი (1849-1929 წლები),მაშინ როდესაც საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანი გახლდათ 1897 წელს,ერთ-ერთი გამოსვლისას განაცხადა:

“წავიდა ის დრო,როცა გერმანელი ერთ მეზობელს მიწას უთმობდა,მეორეს ზღვას,თავისთვის კი მხოლოდ ზეცაში ადგილს იბევებდა.დღეს ჩვენი უპირველესი ამოცანაა აღმოსავლეთ აზიაში ჩვენი საზღვაო მიმოსვლის,ვაჭრობის,ინდუსტრიის დაცვა და ხელშეწყობა.ჩვენ უნდა მოვითხოვოთ,რომ გერმანელ მისიონერსა და გერმანელ მეწარმეს,გერმანულ საქონელს,გერმანულ დროშასა და გერმანულ ხომალდებს ჩინეთში ისევე სცენ პატივი,როგორც სხვისას… ერთი სიტყვით: ჩვენ არავის ჩრდილში მოქცევა არ გვსურს,მაგრამ მოვითხოვთ ჩვენს ადგილს მზის ქვეშ”. (ავტორი გენია.ჯი)