“ვუნდერკინდი” – იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე

დიდი გერმანელი მწერალი და მოაზროვნე - იოჰან ვოლფგანგ ფონ გოეთე (1749-1832 წლები),13 წლის ასაკში სრულყოფილად ფლობდა ექვს სხვადასხვა ენას.იმისათვის,რომ სისტემატიზირება გაეკეთებინა გონებისათვის და გაევარჯიშებინა იგი,მან არასრულწლოვანების ასაკში დაწერა ნაწარმოები: “ნახევრადენოვანი რომანი წერილებში”,სადაც იგი წერს მისი ძმებისა და დების შესახებ,რომლებიც ერთმანეთისგან ძალიან შორს ცხოვრობდნენ (ცნობილია,რომ სულ ექვსი დედმამიშვილი იყვნენ,რომელთაგან ოთხი ადრეულ ასაკში გარდაიცვალა) და ერთმანეთთან კონტაქტი სხვადასხვა ენებზე აქვთ.შესაბამისად ნაწარმოების მთავარ გმირებად საკუთარი თავი და დედმამიშვილები ჰყავს გამოყვანილი.მათ შორის ერთ-ერთი მოგზაურობაშია და წერილებს გერმანულ ენაზე წერს,მეორე ღვთისმეტყველად ჰყავს გამოყვანილი,რომელიც ლათინურად და ბერძნულად წერს,მესამე და მეოთხე დედმამიშვილები კომერსანტები არიან ჰამბურგსა და მარსელში.ისინი მასთან ურთიერთობენ ფრანგულ და ინგლისურ ენაზე. (ავტორი გენია.ჯი) მეხუთე დედმამიშვილი მუსიკოსი გახლავთ და წერილებს იტალიურ ენაზე წერს,ხოლო ყველაზე უმცროსი დედმამიშვილი მასთან ძველებრაულ ენაზე ურთიერთობს.ამ ნაწარმოების დაწერისათვის,იოჰანმა უამრავი წიგნი და ნაწარმოები წაიკითხა,გეოგრაფიიდან,ლიტერატურიდან,ისტორიიდან და მითოლოგიიდან.აღნიშნული ნაწარმოები იოჰანმა ბავშვობის ასაკში დაწერა და მეტად ორიგინალური მეთოდი შეიმუშავა საკუთარი ცოდნის გავარჯიშებისათვის,არა მარტო უცხო ენებში,არამედ სხვა მეცნიერებებშიც (გეოგრაფია,ისტორია და ასე შემდეგ). (ავტორი გენია.ჯი)