“შვიდი ბრძენი”
“შვიდი ბრძენი” - ასე მოიხსენიებდნენ ძველ საბერძნეთში განსაკუთრებულად პატივდადებულ ძველბერძენ ფილოსოფოსებს,პოლიტიკოსებს და ავტორებს ძველბერძნული სენტენციებისა ჩვ.წ.აღ-მდე VII-VI საუკუნეებში.აღნიშნული პიროვნებების დასადგენად ძველ საბერძნეთში იმართებოდა ბრძენ ფილოსოფოსთა შორის კონნკურსები.ასეთი შეჯიბრებები ძირითადად მიმდინარეობდა ოლიმპიური თამაშებისა და პითიური თამაშების პერიოდში,ასევე სხვა ბერძნული დღესასწაულების დროსაც.ამის გამო ბრძენი ფილოსოფოსების რაოდენობა ხშირ შემთხვევაში ბევრად მეტი იყო ვიდრე შვიდი,თუმცა პირველი ნუსხა “შვიდი ბრძენისა” მოხსენიებულია გენიალური ძველბერძენი ფილოსოფოსის – პლატონის,დიალოგში – “პროთაგორა”,დაწერილი ძვ.წ.აღ-ით IV საუკუნეში.ამ ნუსხაში კი პლატონს მოხსენიებული ჰყავს შემდეგი პიროვნებები:
1. თალეს მილეტელი (დაახლოებით ძვ.წ.აღ-ით 640/624-548/545 წლები),ძველბერძენი ფილოსოფოსი და მათემატიკოსი მილეტიდან (მცირე აზია).
2. პიტაკე მიტილინიელი (ძვ.წ.აღ-ით 651-569 წლები),ძველბერძენი ფილოსოფოსი და ბრძენი.
3. ბიანტე პრიენელი (ძვ.წ.აღ-ით VI საუკუნე),ძველბერძენი სწავლული და საზოგადო მოღვაწე.
4. სოლონი (ძვ.წ.აღ-ით 638-558 წლები),დიდი ათენელი პოეტი,სახელმწიფო მოხელე,მხედართმთავარი,რეფორმატორი და კანონმდებელი.
5. კლეობულე ლინდოსელი (ძვ.წ.აღ-ით VII-VI საუკუნეები),ერთ-ერთი უდიდესი ძველბერძენი ფილოსოფოსი,სწავლული და პოლიტიკოსი. (ავტორი გენია.ჯი)
6. მისონე (ძვ.წ.აღ-ით VI საუკუნე),ძველბერძენი ფილოსოფოსი და სწავლული,რომელიც მისი მოკრძალებული ცხოვრების წესით გამოირჩეოდა.
7. ჰილონ სპარტელი (ძვ.წ.აღ-ით VI საუკუნე),დიდი ძველბერძენი პოლიტიკური მოღვაწე და პოეტი.
აღსანიშნავია,ის გარემოებაც,რომ სხვა ძველბერძნული წყაროების მიხედვით ზემოთ ჩამოთვლილი პიროვნებების გარდა,ავტორებს მოჰყავთ სხვა იმ პერიოდის გამოჩენილი დიდი ადამიანებიც,მათ შორის: აკუსილაი,ანაქსაგორა,ანაქარსისი,პითაგორა და სხვები,თუმცა აღნიშნული ნუსხა შედგენილ იქნა პლატონის მიერ და იგი წარმოადგენს პირველი “შვიდ ბრძენთა” რიგს. (ავტორი გენია.ჯი)