“დიცინოდონტები”

“დიცინოდონტები” - გახლდნენ ნამარხი ქვეწარმავლების რიგი ბალახითმკვებავი თერომორფების ქვეკლასისა.ბინადრობდნენ პერმული პერიოდის ბოლოს და ტრიასული პერიოდის დასაწყისში.ისინი სხვადასხვა ზომების იყვნენ,მაგალითად: ვირთაგვებიდან – მარტორქების ზომებამდე.გააჩნდათ მასიური თავის ქალა,ნისკარტის მსგავსი ყბები,რედუქცირებული კბილები (გააჩნდათ ორი ეშვი) და მოკლე მასიური ფეხები.სიგრძით შესაძლოა 30 სანტიმეტრიდან – 4 მეტრამდე ყოფილიყვნენ.პერმული პერიოდის ბოლოსათვის “დიცინოდონტები”-ს მრავალი სახეობა გადაშენდა და მხოლოდ სამ სახეობამდე გადარჩა.მათი ნაშთები ყველა კონტინენტზე იქნა ნაპოვნი,გარდა ანტარკტიდისა და ავსტრალიის კონტინენტებისა.განსაკუთრებით მათი მრავალი ნაშთი აღმოჩენილ იქნა სამხრეთ აფრიკის ტერიტორიაზე.ბოლო მათი დედამიწაზე შემორჩენილი სახეობა გახლდათ: “პლაცერიასები” და “იშიგუალასტები”,რომლებიც ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ტერიტორიებზე ბინადრობდნენ.მათი ნაშთების შესწავლა სპეციალისტების მიერ დღემდე გრძელდება. (ავტორი გენია.ჯი)