თეოდორ დრაიზერი – “ფინანსისტი”
“ფინანსისტი” - გახლავთ დიდი ამერიკელი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის - თეოდორ დრაიზერის (1871-1945 წლებში),შესანიშნავი რომანი “სურვილების ტრილოგიის” პირველი ნაწილისა,რომელიც მწერალმა დაწერა 1912 წელს.რომანის მთავარი გმირი ფრენკ კაუპერვუდი გახლავთ,პროტოტიპი ერთ-ერთი ამერიკელი მილიონერისა – ჩარლზ ტაისონ იერკსის (1837-1905 წლები).აღნიშნულ რომანში მოთხრობილია სწორედ ამ პიროვნების ისტორია.რომანის მთავარი გმირი ფრენკიჯერ კიდევ ახალგაზრდულ ასაკში ხდება შესანიშნავი ფინანსისტი. (ავტორი გენია.ჯი) თავად იგი ბანკის მცირე მოსამსახურის ოჯახიდან გახლდათ წარმოშობით,რომლებიც ფილადელფიაში ცხოვრობდნენ.ამერიკის სამოქალაქო ომის პერიოდში “სამხრეთსა და ჩრდილოეთს” შორის (1861-1865 წლებში),მან შეძლო,თავისი გენიალური აზროვნებით,დამკვიდრებულიყო პენსილვანიის შტატის ყველაზე ძლიერ ფინანსურ წრეებში.21 წლის ფრენკი ქორწინდება ულამაზეს მანდილოსანზე ლილიანზე,რომელთანაც მას ორი ბავშვი შეეძინება.ამავე პერიოდში იგი აარსებს “მაკლერთა კანტორას”,ქალაქის ყველაზე ღირშესანიშნავ ადგილზე.ფრენკი,როგორც ყველა ადამიანთა უმეტესობა,დიდად მოყვარული გახლდათ წარმატებების,ფულისა და დროსტარების.მიუხედავად კარგი შემოსავლებისა,მას უფრო დიდი მიზნისაკენ ისწრაფოდა. (ავტორი გენია.ჯი) მალევე სასიყვარულო ურთიერთობას აბამს,ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი პიროვნების ქალიშვილთან – ეილინთან,რომელიც ჯერ კიდევ 16 წლის ასაკში მისსავე სახლში გაიცნო.1871 წელს ჩიკაგოში ხდება დიდი ხანძარი,რამაც საფინანსო ბირჟაზე დიდი პანიკა გამოიწვია,აღნიშნულმა მოვლენამ ფრენკის ფინასურად დიდი პრობლემები შეუქმნა,რადგან მას დიდ ფინანსურ მაქინაციებში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული და შესაბამისად დაკავვების საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. (ავტორი გენია.ჯი) მას ქალაქის ბიუჯეტის ნახევარი მილიონი დოლარი ვალი ჰქონდა და ამ დროს მისი ერთადერთი “მშველელად”,სწორედ ეილინის მამა – ბატლერი იყო.ამავე პერიოდში ბატლერი იღებს ანონიმურ წერილს,სადაც მოთხრობილია ფრენკისა და მისი ქალიშვილის ინტიმური ურთიერთობების შესახებ.აღნიშნული ანონიმური წერილის ავტორად რაღა თქმა უნდა ბატლერმა – ფრენკი მიიჩნია და იმდენად შეურაწყოფილად იგრძნო თავი,რომ მასზე შურისძიება გადაწყვიტა.იგი ბატლერის მითითების საფუძველზე სასამართლოს წინაშე წარსდგა საბიუჯეტო თანხების მითვისებისათვის და 34 წლის ასაკში ფრენკს 4 წლიანი პატიმრობაც შეუფარდა.ასევე სასამართლომ მას დაუდგინა სასჯელის მოხდა ერთ კაციან საკანში.მიუხედავად 4 წლიანი სასჯელისა,ფრენკი 13 თვეში გაანთავისუფლეს,რადგან მისი ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მტერი ბატლერი გარდაიცვალა და შესაბამისად მისი საქმის მოგვარებაც ისეთ პრობლემას აღარ წარმოადგენდა.განთავისუფლების შემდეგ,ექვს თვეში იგი კვლავაც ფინანსურ სისტემაში იწყებს მუშაობას და ეს ემთხვევა “1873 წლის ცნობილ საბირჟო პანიკად” ცნობილ მოვლენას,რა დროსაც მისი გამჭრიახობით დიდად ისარგებლა და სარკინიგზო აქციები შეისყიდა,საკმაოდ იაფ ფასებში.ამ მოვლენიდან რამდენიმე დღეში კი იგი მილიონერი ხდება.მიუხედავად ფინანსური წარმატებისა,მას მეუღლე ოფიციალურად სცილდება და ფრენკი ეილინთან ერთად მიემგზავრება ჩიკაგოში,სადაც ამ მართლაც დიდმა ფინანსისტმა თავისი შემოსავლების კიდევ უფრო წარმატებული მოღვაწეობა გააგრძელა. (ავტორი გენია.ჯი)