კამილა კლოდელის ბიოგრაფიიდან…
კამილა კლოდელი (1864-1943 წლები) გახლდათ ერთ-ერთი ყველაზე გამოჩენილი ფრანგი მოქანდაკე და მხატვარ-გრაფიკოსი ქალი,რომელსაც 1905 წელს დაეწყო ფსიქიკური აშლილობა,რის შედეგადაც მან საკუთარი ნამუშევრების უმეტესობა გაანადგურა.ფაქტიურად იგი ფსიქიკურმა ავადმყოფობამ “პარანოიკობამდე” მიიყვანა.ამავე პერიოდში მას დაუდგინდა დიაგნოზად “შიზოფრენია”.აღსანიშნავია,ის გარემოებაც,რომ კამილა,საფრანგეთის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდესს მოქანდაკეს – ფრანსუა ოგიუსტ რენე როდენს (1840-1917 წლები),ბრალს სდებდა მისი იდეების მოპარვაში და მის წინააღმდეგ შეთქმულების ორგანიზებაში,რის შედეგადაც კამილა უნდა დაღუპულიყო.თუმცა რაღა თქმა უნდა აღნიშნული ფაქტი სიმართლეს არ შეეფერებოდა. (ავტორი გენია.ჯი) მოგვიანებით კამილა საკუთარი ძმის მიერ (მის ღვიძლი ძმა გახლდათ ცნობილი ფრანგი პოეტი და დრამატურგი – პოლ კლოდელი),გადაყვანილ იქნა მომტედევერჟეს ფსიქიატიულ დაწესებულებაში სადაც,მან 30 წელი გაატარა,რა დროსაც იგი საკუთარ დედასა და დებს ერთხელაც კი არ უნახავთ.ცნობილია ის ფაქტიც,რომ კამილას მკურნალმა ექიმმა ბრიუნემ 1920 წლის 1 ივნისს,წერილი გაგზავნა,მასთან სახლში და რეკომენდაციას უწევდა კამილას,რომ იგი სახლში გადაეყვანათ,თუმცა პასუხი ოჯახიდან არ მიუღია.ერთადერთი ვინც მას ნახულობდა საკუთარი ძმა გახლდათ.1829 წელს იგი მოინახულა მისმა ბავშვობის მეგობარმა ჯესი ლიპკსკომბმა.კამილა კლოდელი გარდაიცვალა ყველასაგან მიტოვებული ფსიქიატრიულ საავადმყოფოში 1943 წლის 19 ოქტომბერს.მისი ბედი ისეთივე იყო,როგორც უამრავი სხვა გენიოსისა.მის ტრაგიკული ცხოვრების შესახებ შემდგომში გადაღებულ იქნა ფილმები და დადგმული იქნა ბალეტიც კი. (ავტორი.ჯი)