ხლოდვიგ ცუ ჰოენლოე-შილინგფიურსტის რაიხსტაგში წარმოთქმული სიტყვა…
გერმანიის იმპერიის რიგით მესამე რაიხსკანცლერი 1894-1900 წლებში – ხლოდვიგ ცუ ჰოენლოე-შილინგფიურსტი,1899 წლის 11 დეკემბერს რაიხსტაგში შემდეგი ისტორიული სიტყვით წარსდგა დამსწრე საზოგადოების წინაშე:
“ჩვენ ვერ მოვითმენთ,რომ უცხოეთის რომელიმე სახელმწიფომ,რომელიმე უცხოელმა იუპიტერმა გვითხრას: “რას ვიზამთ? მსოფლიო უკვე განაწილებულია!” (ავტორი გენია.ჯი) ჩვენ ხელს არავის შევუშლით,მაგრამ არც სხვა ვინმეს მივცემთ უფლებას – გზაზე გადაგვიდგეს.ჩვენ პასიურად არ გავდგებით განზე… მაშინ როცა სხვები მსოფლიოს ინაწილებენ.ჩვენ არ შეგვიძლია და არც გვინდა მოვითმინოთ ეს.ჩვენ ჩვენი ინტერესები გვაქვს დედამიწის ყოველ ნაწილში… თუ ინგლისელები ლაპარაკობენ დიდი ბრიტანეთის შესახებ,ფრანგები – ახალი საფრანგეთის შესახებ,ხოლო რუსები იპყრობენ აზიას,მაშინ ჩვენ მოვითხოვთ დიდი გერმანიის შექმნას… ჩვენ მხოლოდ მაშინ ვიქნებით მოწოდების სიმაღლეზე,როდესაც შევიგნებთ,რომ ჩვენი კეთილდღეობა შეუძლებელია დიდი ძალის გარეშე.ძლიერი არმიის გარეშე და ძლიერი ფლოტის გარეშე… მომავალ საუკუნეში გერმანელი ხალხი ან ურო იქნება,ან კიდევ – გრდემლი”. (ავტორი გენია.ჯი)