სალვადორ დალი – “შემოდგომის კანიბალიზმი”
“შემოდგომის კანიბალიზმი” - გახლავთ უდიდესი ესპანელი მხატვრის,გრაფიკოსის,მოქანდაკისა და “სურეალიზმის” თვალსაჩინო წარმომადგენლის - სალვადორ დალის (1904-1989 წლები),მიერ 1936 წელს შექმნილი ტილო.როგორც მრავალი მხატვარი,სალვადორ დალიც ხშირად გამოსახავდა თავის ნამუშევრებში ომებს,კონფლიქტებსა და მის შედეგებს.აღნიშნული ტილო მან დახატა ესპანეთის სამოქალაქო ომის დაწყებემდე ერთი წლით ადრე.ამ ტილოში იგი გამოხატავს ესპანური სამოქალაქო ომის წინა პერიოდის სიტუაციას და ასახული აქვს ქალისა და მამაკაცის კონტურები,რომლებიც ერთმანეთს დანა-ჩანგლით ხორცს აცლიან.ამით მხატვარმა ერთგვარად გამოსახა იმ დროინდელი ესპანური სამოქალაქო ომის წინა მდგომარეობა,რა დროსაც ერთმანეთის მტრულად განწყობილი ძალები,არავის და არაფერს ზოგავდნენ. (ავტორი გენია.ჯი) ამიტომ აღნიშნული ტილო ერთგვარი სიმბოლოა იმ პერიოდისა.აღნიშნული ტილო დალიმ ნიუ-იორკის თანამედროვე ხელოვნების გალერეაში გამოფინა და მალევე იმდენად მნიშვნელოვან ტილოდ იქნა მიჩნეული,რომ ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა ჟურნალმა: “The Thimეs”-მა,მის პირველივე გვერდზე გამოსახა 1936 წლის იანვარში.თავდაპირველად “შემოდგომის კანიბალიზმი” – ედუარდ ჯეიმსის კერძო კოლექციაში ინახებოდა.დღესდღეობით კი ლონდონის ცნობილ ტეიტის სამხატვრო მუზეუმის გალერეაშია დაცული. (ავტორი გენია.ჯი)