იცით თუ არა,რომ
1. შოტლანდიის მეფე იაკობ IV შოტლანდიელი (1473-1513 წლები),გარდა იმისა,რომ მეფე გახლდათ,ამასთანავე იგი იყო მოყვარული-სტომატოლოგი,რომელიც თავის ნათესავებსა და ახლობლებს იქით უხდიდა ფულს იმისათვის,რომ მათ კბილებზე ემკურნალა.
2. 1911 წელს,მაშინ როდესაც მოპარულ იქნა ლეონარდო და ვინჩის გენიალური შედევრი “ჯოკონდა”,ერთ-ერთ ეჭვმიტანილად უდიდესი ესპანელი მხატვარი – პაბლო პიკასო მიიჩნეოდა.
3. ეგვიპტის ლეგენდარული დედოფალი კლეოპატრა VII,ერთი პერიოდი ,დაქორწინებული გახლდათ თავის უმცროს ძმაზე – პტოლემეოს XII-ზე ნეოს დიონისზე.
4. ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე გადასაცემი თითოეული მედალის წონა 400 გრამს შეადგენდა,რაც ყველაზე დიდი წონის მედალია ოლიმპიადების ისტორიაში. (ავტორი გენია.ჯი)
5. დედამიწის ერთ-ერთ უძველეს ქალაქად აღიარებულია პალესტინური ქალაქი იერიქონი,რომელიც ჯერ კიდევ ძვ.წ.აღ-ით 9000 წელს იქნა დაარსებული.
6. დიდი ესპანელი ფეხბურთელი ფერნანდო ტორესი,ერთადერთი ფეხბურთელია ევროპის ჩემპიონატების ისტორიაში,რომელმაც ორი ევროპის ჩემპიონატის ფინალში,გოლების გატანა შეძლო.
7. კანადურ დევიზად ითვლება: “A Mari Usque ad Mare”,რაც სიტყვა-სიტყვით აღნიშნავს: “ზღვიდან ზღვამდე”-ს.
8. დედამიწის (ხმელეთის) ზედაპირის 80% ვულკანური წარმოშობისაა.
9. ჯონ დილინჯერი პირველი ადამიანი იყო ისტორიაში,რომელსაც ფ.ბ.რ-მა მიენიჭა კლასიფიკაცია: “საზოგადოებისათვის საშიში ნომერი ერთი”. (ავტორი გენია.ჯი)
10. უძველეს ეგვიპტეში,არქეოლოგთა და ისტორიკოსთა მტკიცებით ექვსი სახეობის ლუდს ამზადებდნენ.